განმარტება:
კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქალაქის ტერიტორიაზე სკამების განსათავსებლად აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ტენდერი, (სატენდერო დოკუმენტაცია იმგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ არ იყოს კონკრეტულ პირობებზე მორგებული და მასში ყველას შეეძლოს მონაწილეობა, რათა დაცული იქნას კონკურენტუნარიანი გარემო, რომელში მონაწილეობაც შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (მათ შორის საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც)). ვინაიდან აღნიშნული იდეის ძირითადი არსი არის გარემოზე ზრუნვა და კონკრეტულად ქ. ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება, ვერ მოხერხდება სატენდერო პირობების იმგვარად შედგენა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა პირმა სკამების დამზადება აუცილებლად განახორციელოს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე შეგროვებული პლასტმასის ნარჩენებისგან - ვერ მოხერხდება აღნიშნულის შესრულების კონტროლის მექანიზმის დადგენა. შესაბამისად , მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.
კომენტარები