იდეის ნომერი: 20139
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გიგა ფარტენაძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-10-28
განხორციელების ვადა (მდე): 2022-12-28
ბიუჯეტი: 590500
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

3D პროექტი (ფოტო-ვიდეო)

1

25000

არმატურა

50

3200

ბეტონი

550

150

ლამინატი

1800

35

ლითონის მილი

35

400

დეკორატიული ფილა

2000

40

გრძელი ბეტონის სკამი

15

1500

ლითონის მოაჯირი

200

120

ლითონის საინფორმაციო დაფა

1

500

ბავშვთა ატრაქციონი

3

500

სკეიტ პარკი

1

20000

ჯიხური

5

5000

შადრევანი

1

5000

გამწვანების სამუშაოები

10

500

დასადგამი დურბინდი

5

3000

ლურსმანი

100

5

გამომწვარი მავთული

200

5

მძმე ტექნიკის მომსახურება

2

3500

პროექტის შემსრულებელი ჯგუფი

2

20000

ერთად ბათუმისთვის

პროექტის მიზანი:
წარმოდგენილი პროექტი, მიზნად ისახავს, ქ. ბათუმში, ი.გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სანაპირო ზოლის (კონკრეტულად კი რესტორანი „სანაპიროდან“ რესტორანი „მაჭახელას“ სანაპირო ზოლის ჩათვლით არსებული მონაკვეთი) კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებას რაც უდაოდ წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ მნიშნელოვან ისტორიულ ნაწილს და სავიზიტო ბარათს. პროექტის მიზანია, დამატებით გავაჩინოთ ახალი ტურისტული ლოკაცია, რომელიც სრულად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო დამსვენებლებისთვის რაც დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე, ტურისტულ პოტენციალზე და როგორც მუნიციპალიტეტის ასევე ადგილობრივი მოქალაქეების ბიუჯეტზე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
როგორც მოგეხსენებათ, მოცემული ლოკაცია გახლავთ ისტორიული „ძველი ბათუმი“ და ბათუმის მთავარი საკვანძო სატრანსპორტო დერეფანი, გარდა ამისა აღნიშნულ ტერიტორიას ემატება ბათუმის ე.წ საბაგირო რაც ორმაგად გვაძლევს მოტივაციას, რომ მის ირგვლივ და მიმდებარედ არსებული სანაპირო ზოლი იყოს მოპირკეთებული, უსაფრთხო, გამწვანებული და რაც მთავარია არ ამახინეჯებდეს ბათუმის მთავარი სავიზიტო ბარათის „ძელი ბათუმის“ და „ბათუმის პორტის“ იერსახეს. პროექტის ფარგლებში ადგილზე მისულ სტუმარს დახვდება წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე დასადგამი დურბინდები, რომლითაც შესაძლებელი იქნება დავაკვირდეთ ჩვენთვის სასურველ ტერიტორიას, ეს იქნება ბათუმის პორტი, შავი ზღვის სანაპირო თუ მტირალას მთა და ა.შ. გარდა ამისა მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, მცირე ზომის სკეიტ პარკი და შადრევანი, გაახლდება ბავშთა გასართობი ატრაქციონები, მეთევზეებისთვის განკუთვნილი სპეციაური ადგილი, კვებისა და ბათუმური ყავის ჯიხურები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სპეციალურად შექმნილი სავიზიტო დაფა სადაც ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული იქნება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი ვინც პროექტს დაუჭირა მხარი და ვინც უშუალოდ განხრციელებაში მიიღებს მონაწილეობა, რითაც თითიეული ჩვენგანი გავხდებით ერთი დიდი პოზიტიური შედეგის თანამონაწილენი.
მოსალოდნელი შედეგი:
200 მეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, „ძველი ბათუმის“ ტურისტული პოტენციალის გაზრდა, უსაფრთხო ტურიზმის ხელშეწყობა, ახალი რეკრეაციული და სურლად ადაპტირებული ბავშთა გასართობი სივრცის დამატება.
განმარტება:
წარმოდგენილი იდეის რეალიზებისთვის საჭიროა პროქტის შეთანხმებას, რომელიც აღებული უნდა იქნეს კანონმდბელობით დადგენილი წესით და კანონით დადგენილი ყველა მოთხოვნის და პროცედურის დაცვით. ვინაიდან სამუშაოების წარმოება დაგეგმილია სანაპირო დაცვის ზონაში ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების შესაბამისად საჭიროა ჩაერთოს შემდეგი ადმინისტრაციული ორგანოები: 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი – თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში; 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო წყლის ფონდის ტერიტორიაზე, სანაპირო ზოლში ან ზონაში. აქედან გამომდინარე, იდეის განხორციელებადობა გამარჯვების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო