ბათუმის ახალგაზრდული სპორტული საერთაშრისო ფესტივალი
პროექტის მიზანი:
ვინაიდან, ბათუმი 2019 წლიდან არის პირველი ქალაქი, რომელსაც ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ აქ მოღვაწე სპორტის მუშაკებს გვაკისრია პასუხისმგებლობა დავეხმაროთ ქალაქს ამ სტატუსის შენარჩუნებაში. ჩვენი პროექტის მიზანია ბათუმისათვის მინიჭებული წოდების გავრცელება პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის და წლიდან წლამდე სპორტში ჩართული ადგილობრივი ადამიანების რაოდენობის გაზრდა.
პროექტი, გულისხმობს ქ.ბათუმში საერთაშორისო სპორტული ფესტივალის ჩატარებას ფრენბურთსა და კალათბურთში, რომელიც მიიღებს ტრადიციულ სახეს და ყოველი წლის ზაფხულში ბათუმი სპორტულ ზეიმს უმასპინძლებს.
ეს პროექტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ სპორტული ტურნირების ჩატარებას, რაც რათქმაუნდა უმნიშვნელოვანესია მასში მონაწილე სპორტსმენებისათვის, არამედ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას, რაც აუცილებლად იმოქმედებს ჩვენს ქალაქში ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზეც.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმის ახალგაზრდულ სპორტულ ფესტივალში 2022 წელს დაგეგმილია ორ სპორტის სახეობაში პარალელურად მასობრივი საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. ღონისძიებების ფარგლებში ათვისებული იქნება მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა ღია და დახურული მოედნები და სტადიონები. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს საორგანიზაციო გუნდს აქვს მიღებული საკმაოდ დიდი გამოცდილება ევროპის და მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის და აგრეთვე მათი ჩატარების მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ პროექტით შევძლებთ საკმაოდ მაღალი დონის ფესტივალის მასპინძლობას ქ.ბათუმში.
თავდაპირველად პროექტი მოიცავს მხოლოდ ფრენბურთს და კალათბურთს, რასაც წლიდან წლამდე აუცილებლად დაემატება სხვა სპორტის სახეობებიც. სპორტული ფესტივალი აუცილებლად მისცემს სტიმულს ადგილობრივ მოსახლეობას დაკავდეს სპორტით და პროპაგანდას გაუწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
იდეის გამარჯვების შემთხვევაში, გათვალისწინებულია მხოლოდ საორგანიზაციო ხარჯები, ვინაიდან ყველა მონაწილე დელეგაცია ფესტივალში სამივლინებო და სხვა ხარჯებს გაიღებს თვითონ, რაც რათქმაუნდა აისახება ქალაქის ბიუჯეტზე.
ამ ეტაპზე ფესტივალის იდეის მხარდამჭერები არიან აჭარის ფრენბურთის ფედერაცია და აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაცია,რომელთა დახმარებით შევძლებთ გუნდების მოწვევასა და ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას. გარდა ამისა, აუცილებლად ვითანამშრომლებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, სხვადასხვა ფედერაციებსა და სპორტულ კლუბებთან.
პირველივე ეტაპზე, იგეგმება ვებ-გვერდის შექმნა, სადაც განთავსება სრული ინფორმაცია ფესტივალთან დაკავშირებით. შეიქმნება გვერდები სოცილაურ ქსელებში და “Youtube” არხი, რათა ინფორმაცია გავარცელოთ საერთაშორისო სარბიელზე. წლიდან წლამდე ეს ღონისძიება უფრო და უფრო პოპულარული და მასშტაბური გახდება, რაც მოიზიდავს სპონსორებს და ჩვენი ხარჯი ნაკლები იქნება. “Youtube” არხზე იგეგმება გახსნა-დახურვის ცერემონიალებისა და ფინალური შეხვედრების პირდაპირი ტრანსლირებაც.
ბათუმის სპორტული ფესტივალი სწორი მარკეტინგით და მენეჯმენტით გახდება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის ყველაზე პოპულარული ღონისძიება ადგილობრივ ახალგაზრდებში, რაც ჩვენი ქალაქის ტიტულს კიდევ უფრო განამტკიცებს. ღონისძიების ფარგლებში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდება სხვადასხვა ქვეყანაში და გადადებს სხვებსაც ბათუმის სპორტულ მუხტს.
ფესტივალში დიდი რაოდენობით ჩართულნი იქნებიან მოხალისეები, ესეც უმნიშვნელოვანესია მათი სწორი მიმართულებით განვითარებისათვის. ღონისძიების მსვლელობისას იგეგმება კულტურული ღონისძიებების ჩატარება, სადაც ადგილობრივი ნაციონალური ანსამბლები წარადგენენ ქართულ ტრადიციულ ცეკვებს.
გახსნა - დახურვის ცერემონიალზე მოწვეულნი იქნებიან ქალაქის მაღალი რანგის პირები, რომლებიც გამოვლენ სიტყვით და დააჯილდოებენ გამარჯვებულ გუნდებს.
პროექტში 2022 წელს მონაწილეობას მიიღებენ ფრენბურთში გოგონები და ვაჟები, ხოლო კალათბურთში მხოლოდ ვაჟები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმის ახალგაზრდული სპორტული საერთაშრისო ფესტივალი კიდევ ერთხელ გაამყარებს ჩვენი ქალაქის სტატუსს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია ახალგაზრდების მაღალი ინტერესი სპორტის სხვადასხვა სახეობების მიმართ, რაც ფიზიკური აქტივობების ზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. პროექტი აგრეთვე გააცნობს ჩვენს ქალაქს სპორტული კუთხით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და უფრო მიმზიდველი იქნება სპორტული ტურიზმის მხრივ, რაც რათქმაუნდა ეკონომიკაზეც აისახება.
წლიდან წლამდე პროექტის მასშტაბების ზრდა მოიზიდავს სპონსორებს და ინვესტორებს. ხელი შეეწყობა ქალაქში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და განხორციელებას.
სხვადასხვა სპორტულ კლუბებთან, ორგანიზაციებთან და ფედერაციებთან თანამშრომლობით, ჩვენ გავზრდით სპორტის სახეობებს რაც აისახება მონაწილეთა და უცხოური ქვეყნების რაოდენობაზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანი კი რათქმაუნდა, იქნება ბათუმის ახალგაზრდული სპორტული ფესტივალის გრანდიოზული გახსნა-დახურვის ცერემონიალები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული ცეკვები და სხვადასხვა გასართობი და კულტურული ნომრებიც, რაც გახდება ამ ღონისძიების სავიზიტო ბარათი საერთაშორისო სარბიელზე.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეის განხორციელება არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.
კომენტარები