პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი გახლავთ ერთ წლიანი, რომლის ვადის გასვლის შემდეგ მთლიანად 100 პროცენტით გადაეცემა ქ.ბათუმის მერიას.
მიწის ზედა ლიფტისებრი საპარკინგე სისტემის აშენებას ესაჭიროება 35.75 კვ/მ მიწის ფართი ხოლო სიმაღლეში სივრცე ესაჭიროება 21.6 მ. მისი სისტემის უპირატესობა ის არის რომ მასზე შეიძლება 16 ავტომობილის გაჩერება და მოიხმარს 35.75 კვ/მ ფართს. თუკი ჩვენ იგივე რაოდენობის ავტომობილებს გავაჩერებთ არსებულ საპარკინგე ადგილებში ჩვენ მოგვიწევს 10 ჯელ მეტი მიზის ფართობის დაკავება, რაც ქმნის არსებულ პარკირების და საცობების პრობლემას ქალაქში.
სისტემა მუშაობს როგორც დენზე ასევე მექანიკურ რეჭიმზე და შეიძლება მანქანების მიღება შუქის გათიშვის შემთხვევაში.
სისტემა აღჭურვილია მსოფლიოში მსგავსი სისტემებისგან გამორჩეული უფრო დახვეწილი და უსაფრთხოების სისტემებით უმაღლესი დონის მოწყობილობებით, რომელიც ფაქტიურად რისკების შემცველი ნორმები ნულის ტოლია.
ექსპლუატაციის ვადა არის 30 დან 45 წლამდე.
ელექტრო ენერგიის ხარჯი წლის განმავლობაში შეადგენს 28800 ლარს დღგ ს ჩავლით.
სისტემის ღირებულება არის ჩამოტანის და ინსტალაციის ჩათვლით 330750 ლარი დღგს ჩათვლით მის დამონტაჟებას ესაჭიროება 5 დღე.
ერთი წლით ხარჯი მექანიკოსის რომელიც გაუწევს სრულ მომსახურებას ხელფასი შეადგენს 8400 ლარი დღგს ჩათვლით.
საპოხი საშუალებების შეძენა წლის განმავლობაში ესაჭიროება 1500 ლარი დღგს ჩათვლით.
კონსტრუქცია მთლიანად არის რკინის, რომლის უპირატესობაც ის არის რომ შეიძლება მისი დემონტაჟი ძალიან მარტივად და გადატანა სხვა ადგილზე თუკი ამის აუცილებლობა დადგა.
სისტემის მუშაობა გამართლებულია ძალიან ბევრ წამყვან ქვეტნებში, როგორიც არის ამერიკა რუსეთი ჩინეთი და ასე შემდეგ.
კონსტრუქციის ესტერიერისათვის იდეა გვაქვს, რომ ჩატარდეს კონკურსი რომლეიც გამოავლენს გამარჯვებულს და მიეცემა საშუალება უფასოდ გააკეთოს გარე სარეკლამო ვილბორდი რომელიც მისაღები იქნება ბათუმის მერიისათვის.
მოსალოდნელი შედეგი:
სკვერებსა თუ პარკებში გადასასვლელებსა თუ ტროტუარებზე მანქანების გაჩერებები აღმოიფხვრება .ქალაქს მიეცემა ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 10 ჯელ გაზარდოს და აღმოიფხვრება ქუჩებში შექმნილი მწვავე საცობების და პარკირებების პრობლემა.
მოსალოდნელია ასევე სამომავლოდ ამ ინოვაციური სისტემით დაინტერესდეს კერძო სექტორი და იქცევა დამატებით ბიზნეს წყაროდ რომელიც საპარკინგე სისტემებს შესაძლებლობას მისცემს სწრაფად გაიზარდოს მათი რაოდენობა ქუჩებში.
ერთადერთი გზა ამ კრიტიკულად მწვავე პრობლემის გადასაჭრელად სწორედ ეს სისტემები გახლავთ,ვინაიდან თუ დააკბვირდებით მანქანების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება .ამიტომ უკვე მოვიდა დრო ამ ინოვაციური სისტემების დანერგვის .
კომენტარები