იდეის ნომერი: 20166
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თეონა ლორია
განხორციელების ვადა (დან): 2022-04-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-05-01
ბიუჯეტი: 96780
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

სიკეთის ყულაბა

10

9678

სიკეთის ყულაბა

პროექტის მიზანი:
აღნიშნული პროექტის მიზანია შეჭირვებული ადამიანების დახმარება მეორეული, ვარგის მდგომარეობაში მყოფი ნივთებით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქალაქის ტერიტორიაზე, გარკვეულ პუნქტებში/ობიექტებზე განთავსდება ყულაბები, რომელიც ხელს შეუწყობს თანაქალაქელებს, შეჭირვებულ ოჯახებს გაუზიარონ კარგ მდგომარეობაში მყოფი გამოყენებული (მეორეული) ნივთები, მაგალითად: წიგნები, ტანსაცმელი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა. მოქალაქეთა უმრავლესობა ფლობს უამრავ ისეთ ნივთს, რომელსაც აღარ საჭიროებს, თუმცა ამ ნივთების მოწყვლადი ჯგუფებისათვის საჭიროებისამებრ გადანაწილება საკმაო რესურსს მოითხოვს, რასაც მოქალაქეები დროისა თუ სხვა, ობიექტურ მიზეზთა გამო თავს არიდებენ. წინამდებარე იდეის არსი სწორედ აღნიშნულში მდგომარეობს, ამ პროექტის განხორციელებით, მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია ყულაბების არსებობის შესახებ და მათი გამოყენებით მარტივად და ზედმეტი რესურსის დახარჯვის გარეშე მიაწვდიან საჭირო ნივთებს მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით ესაჭიროებათ. ყულაბების ადგილმდებარეობა მონიშნული იქნება გუგლის მიერ შექმნილ რუკის ვებ-აპლიკაციაზე, რათა ნებისმიერი ადამიანისთვის დაინტერესების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს ყულაბის მისამართები. მსგავსი პროექტები ხელმისაწვდომია ბევრ ქვეყანაში და წარმატებით ხორციელდება, ერთ -ერთი საუკეთესო მაგალითია თურქეთის რესპუბლიკა. იმისთვის, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში არ მოხდეს ნივთების არამიზნობრივად გამოყენება, ყულაბები იქნება დაცული (ჩაკეტილ მდგომარეობაში) და მისი გახსნა მოხდება მხოლოდ პასუხისმგებელი პირის მიერ, რომელიც დაინიშნება მერიის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ. პროექტის ორგანიზებას უზრუნველყოფს მოხალისეთა ჯგუფი. ყულაბაში განთავსებული ნივთები პერიოდულად (წინასწარ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად) საჭიროების მიხედვით გადანაწილდება მითითებული ჯგუფის მიერ. მათ მიერვე შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა (სოციალურ ქსელში), რომლის საშუალებითად მოხდება მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირება, გამოვლენა, შეგროვებული ნივთების დახარისხება და ბენეფიციარებისათვის გადაცემა. ნიმუშის ზომები /ყულაბის მახასიათებლები:, »მოძრავი ყულაბა: 1 კოდირებული კარით, 6 მზის ენერგიაზე მომუშავე სანათით, 3 ერთეული განყოფილებით, თითოეულ განყოფილებას ექნება კონკრეტული/ფუნქციური დანიშნულება. »ყულაბის ზომები: 360x180x210 სმ.
მოსალოდნელი შედეგი:
პანდემის ფონზე დამძიმებული სოციალური მდგომარეობის გათვალიწინებით, ჩვენ გარშემო მრავლადაა შეჭირვებული ადამიანები, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება. პროექტის განხორციელება დროის მოკლე პერიოდში უზრუნველყოფს აღნიშნული ჯგუფების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში იქონიებს გავლენას სოციალური კულტურის ჩამოყალიბებაზე, საბოლოო ჯამში კი, ქალაქს ეყოლება ემპათიური სამოქალაქო საზოგადოება.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო