იდეის ნომერი: 20179
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ნინო ქობულაძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-30
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-30
ბიუჯეტი: 150000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

საჩრდილობელი

60

2000

პროექტის შეძენა

1

30000

საჩრდილობლები ახალ ბულვარში

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის ახალ ბულვარს შესძინოს მეტი სიცოცხლე და აქტივობა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმის ახალი ბულვარის შუაგულში, ღია სივრცეში განთავსებული მცირე ზომის აუზის ირგვლივ მოეწყოს ფერადი საჩრდილობლები, რომლის ძირითადი დატვირთვა იქნება ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, "მშრალი ხიდის" მსგავსი ძველმანების ბაზრობა და სხვა ნებისმიერი აქტივობა. საჩრდილობლები ვიზიტორს აუცილებლად შეუქმნის მყუდროებას, მისცემს ჩრდილს და მოსვენებისთვის კარგ გარემოს, წვიმის დროს გამოყენებული იქნება მოსაცდელად. ფერადი საჩრდილობლები იქნება ბათუმის, როგორც სანაპირო ქალაქის ფერადოვნების მაგალითი. საჩრდილობლები განთავსებული იქნება სხვადასხვა სიმაღლეზე და არ დააბრკოლებს ჰაერის მოძრაობას. ერთიანი მოცულობა არ იქნება მასიური და არ დაარღვევს ბათუმის ახალი ბულვარის კონცეფციას. მასალად გამოყენებულია მეტალი, დამზადდება ადგილობრივად. მოცულობებს არ დასჭირდება დამატებითი საინჟინრო კომუნიკაციებით უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი:
ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი სისწრაფით ხდება განაშენიანება, შესაბამისად იქმნება ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი ლოკაცია ბათუმში ზღვის ხედით. ამ ეტაპზე აუზის ირგვლივ ტერიტორია ცარიელი და აუთვისებელია. დღევანდელი მდგომარეობით სივრცე გათვალისწინებულია სასეირნოდ თუმცა უკეთესი ბილიკები აქვს ბულვარს და ეს ადგილი ნაკლებად დატვირთულია, სხვა აქტივობა აქ არ არის. ახალ ბულვარში შექმნილია ველობიკილი და ღია სივრცე ფანტანებით, რომლებიც მეტად ათვისებულია ვიზიტორების მიერ. ამ სივრცეში საჩრდილობლების მოწყობა გაააქტიურებს ბულვარის გარემოს და ასევე ბათუმელ ხელოვან და აქტიურ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას გამოიყენონ საზოგადოებრივი სივრცე თავიანთი ხელოვნების გასაზიარებლად, ლოკაცია ასევე ადვილი შესამჩნევი და აქტუალური იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის. შედეგად ახალი ბულვარი შეიძენს ახალ ფუნქციებს და მოიზიდავს მეტ ადამიანს, რაც ეკონომიკურად გაააქტიურებს ამ ლოკაციას.
განმარტება:
ბათუმის ბულვარი მუშაობს გენერალური განაშენიანების გეგმაზე და ამ ეტაპზე ბულვარში ინფრასტრუქტურული პროროექტები ვერ განხორციელდება გეგმის დამტკიცებამდე. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო