იდეის ნომერი: 20182
სტატუსი: გამარჯვებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლევან ჩხაიძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-12-31
ბიუჯეტი: 169500
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

რკინის კონსტრუქცია

500

50

რკინის კონსტრუქციაში ჩასადები ჯამი

500

3

მონტაჟი

500

12

ჭანჭიკები

2000

0.5

ტრანსპორტირება

500

5

წყლის სტიკერი

500

7

ლეკვების განსათავსებელი ღობეები

15

50

ძაღლების მოსაცდელი ტერიტორიის მოწყობა

60

50

მუსიკოსის მოწვევა

3

500

კვების სივრცის მოწყობა

15

200

სარეკლამო ბუკლეტები

3000

0.5

პულივიატორები

1400

7

ფორმის გაკეთება

10

10

ხელთათმანები

2000

0.2

პირბადე

2000

0.2

ჩიტის კერა

1000

20

ფუნჯები

100

1

საღებავი პალიტრა

1000

5

ამწე

1000

3

მონტაჟი

1000

3

კერის ღირებულება

300

140

ტრანსპორტირება

300

10

საკიდის ღირებულება

1000

20

ტრანსპორტირება

1000

1

მონტაჟი

1000

2

შურუპი

4000

0.5

გაუთვალისწინებელი ხარჯები

1

3000

გადაღება მონტაჟი პროექტების გაშუქება

1

5450

თათების მეგობარი ქალაქი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმი გავხადოთ, როგორც „ცოველებზე მზრუნველი ქალაქი”. სივრცეების და სხვა პროქტების მოწყობა მიუსაფარი (და არა მოლოდ) ცხოველებისთვის, ქალაქს „თათებისთვის“ მეგობრულ და კომფორტულ ქალაქად აქცევს. ასევე ეს ყველაფერი ბათუმს მიმზიდველს და პოპულარულს გახდის. მსოფლიოში არსებობს 7 ქალაქი, რომელიც ცხოველებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა და ვფქრობთ, რომ ჩვენი პროექტებით ბათუმი, მათ შორის ერთ ერთ მოწინავე ადგილს დაიჭერს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის მიზანია მთელი წლის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩატარდეს აქტივობები, რომელშიც ჩართული იქნება ბათუმის მოსახლეობა, ახალგაზრდები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები. სწორედ მათი ჩართულობით მოხდება ქალაქის კეთილმოწყობა ოთხფეხა მეგორებისთვის. ბათუმის გარდაქმინს 1 წელი: 12 ნაბიჯი სიკეთისკენ 12 ნაბიჯი მეგობრობისჯენ 12 ნაბიჯი ცნობიერების ამაღლებისკენ 12 სამაგალითო თვე ჩვენი მომავალი თაობისთვის ბათუმის გამოცოცხლების 12 თვე 1. ქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველებისთვის სასმელი „წყლის ჯამების“ მონტაჟი. იგი წარმოადგენს ლითონის მარტივ კონსტრუქციას, რომელსაც აქვს ძაღლის და კატის ფორმა, მისი სიმაღლე არის 0,75სმ. კონსტრუციას ქვედა (შუა) ნაწილში აქვს ჯამის სათავსო, რაც გათვლილია წყლისთვის. გვერდით აქვს ბოთლის სათავსო, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავტოვოთ წყლით სავსე ბოთლი და ჯამში წყლის დასრულების შემდეგ მოსახლეობას, მათ შორის ახალგაზრდებს აძლევს კარგ მაგალითს, რომ შეავსონ ჯამი. ეს პროექტი სასიცოცხლოდ საჭიროა ქალაქში მცხოვრები ყველა მიუსაფარი ცხოველისთვის, რადგან ზაფხულში ქალაქის ტერიტორიაზე წყლის შოვნა ფაქტიურად შეუძლებელია მათთვის. აქედან გამომდინარე კონსტრუქციები განთავსდება ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე, ბულვარის ტერიტორიაზე, პარკებსა და სკვერებში. გარდა ფუნქციური დატვირთვისა, აღნიშნული პროდუქტი შესძენს მრავალფეროვნებას ქალაქს და მიიქცევს, როგორც ადგილობრივების ასევე სტუმრების (ტურიტების) ყურადღებას. პროექტის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ცხოველების მხრივ, ამით ნებისმიერ ვიზიტორს საშუალება ეძლევა აკეთოს სიკეთე - „თავად შეავსოს წყლის ჯამი“. ამით პარალელურად მაგალითს მისცემს პირველ რიგში მომავალ თაობას და შემდეგ იმ კატეგორიას, ვინც თვლის, რომ სამყაროში მის გარდა არავინ ცხოვრობს 2. გაჩუქების დღე - ტრადიციის დამკვიდრება ბათუმში. ყოველი თვის 1 დღე იქნება დღესასწაული, როცა შეძლებ იჩუქო ან გააჩუქო ცხოველი. ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა მიუსაფარი ლეკვების გასაჩუქებელი ლოკაცია, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გაყიდვის სივრცე, კვების კუთხე, ცოცხალი მუსიკა. ეს იქნება დღე, როცა შეგიძლია შინაური ცხოველი გამოიყვანო, არ ყოლის შემთხვევაში იჩუქო, მოეფერო და გაიზიარო სითბო. დავაბინაოთ უპატრონოდ დარჩენილი ლეკვები ბათუმის სხვადასხვა ოჯახებში და გავავრცელოთ სიყვარული. შენი იდეა ბათუმის ფარგლებში ეს იდეა დამკვიდრდება და მაღალი მოთხოვნის შემთვევაში გაგრძელდება მომდევნო წლებში, თვითდაფინანსების ხარჯზე. ეს ხელს შეუწყობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას და გარდა ამისა, საზოგადოებას ექნება საშუალება კანონის ფარგლებში გააჩუქონ ცხოველები და არ დასვან ისინი ქუჩებში სასიკვდილოდ. 3. ზებრა გადასასვლელების მოხატვა. მოიხატება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ზებრა გადასასვლელი სხვადასხვა ფერადი თათებით. ეს კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯი იქნება მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად. ყოველ ჯერზე ზებრა გადასასვლელით სარგებლობისას, საზოგადოება დაინახავს ფერად თათებს, რაც დააფიქრდებს მათ, რომ ამ სამყაროში ისინი მარტო არ არიან. დროთა განმავლობაში ცხოველთა მოძულეებიც კი მიხვდება, რომ ქალაქი ისევე ეკუთვნის მიუსაფარ ცხოველებს, როგორც მათ. მალე გაიზრებს ყველა, რომ ცხოველების უფლებებიც უნდა დავიცვათ, რადგან ისინი ისევე სარგებლობენ ქალაქით, როგორც ჩვენ. 4. ჩიტის კერები - ჩიტის ბუდეების განთავსება, ქალაქში არსებულ პარკებსა და სკვერებში. მას ექნება არა მხოლოდ ჩიტის საცხოვრებელი დანიშნულება, არამედ მორიგი ნათელი მაგალითი თაობისთვის, რომ ჩვენთვის ფლორა და ფაუნა ისევე მნიშვნეოვანია, როგორც სიცოცხლე და სიყვარული. ეს იქნება სახალისო აქტივობა, რადგან ჩიტის ბუდეების დამზადების ბოლო ეტაპი, არის მათი მოხატვა, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ ასევე სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები. სწორედ მათი მოხატული ჩიტის ბუდეები განთავსდება ბათუმის სკვერებსა და ბაღებში არსებულ ხეებზე, რასაც ნახავს ყველა ჩვენი ქალაქის ვიზიტორი. 5. ცხოველების კერები - ეს აქტივობა უკვე არსებობს ქალაქში და სწორედ ჩემი დაწყებულია. ის მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და ცხოველებისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას. მოსახლეობას საშუალებას აძლევს, რომ გამოკვებოს ან დააწყუროს ცხოველები, რომლებიც კერებში ცხოვრობენ. ასევე ის პატარა ლეკვები, რომლებიც ქუჩაში იბადებიან და სამწუხაროდ იქვე ასრულებენ სიცოცხლეს, შესახლდებიან კერებში. ამ პროექტმა უკვე დაიმსახურა საზოგადოების სიმპათია და უამრავი პატარას ხედვა შეცვალა. ის, რაც წესით ოჯახში უნდა ისწავლებოდეს (ცხოველის სიყვარული, ზრუნვა, ყურადღება), ჩვენი პროექტის საშუალებით თავად ქალაქი ასწავლის ყველას. 6. „ერთგული მეგობრის სამაგრი“ - იგი წარმოადგენს კედლის ლითონის სამაგრს ცხოველებისთვის, რომლის ზომაც განისაზღვრება 10X10 სმ და აქვს 1 კაუჭი - 1 ცხოველისთვის. მასზე დატანებულია წარწერა „ აქ სიყვარულია“. მოგეხსენებათ დაწესებულებებში აკრძალულია ცხოველთა შესვლა და პერსონალი თუ მმართველი გუნდი გაფრთხილებთ, რომ ცხოველი დატოვოთ გარეთ, მაგრამ ცხოველთა მესაკუთრეებს არ აქვთ კონკრეტული გამოყოფილი ადგილი გარეთ დროებით ცხოველის დასატოვებლად, ამიტომ ჩვენი ქალაქი საშუალებას მისცემს ყველას, რომ ტერმინი „დატოვე ცხოველი გარეთ“ გახადოს ლოგიკური. “ერთგული მეგობრის სამაგრი“ განთავსდება ქალაქის ყველა კუთხეში. ამით ცხოვეთა მოყვარულებს, როგორც ადგილობრივებს ასევე სტუმრებს (ტურისტებს), შეეძლებათ ისარგებლონ აღნიშნული პროდუქტით და კომფორტულად იგრძნონ თავი ორგანიზაციაში ან დაწესებულებაში შესვლისას.
მოსალოდნელი შედეგი:
1. ბათუმი არის თათებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ქალაქი. ის უკვე მსოფლიო რუკაზე იმ 7 ქალაქს შეუერთდა, რომელიც ცხოველებისადმი განსაკუთრებული ზრუნვით გამოირჩევა(თელავივი, ისრაელი; კალიფორნია, ამერიკა; კესვიკი, ინგლისი; ამსტერდამი, ჰოლანდია; ტორონტო, კანადა; ბარსელონა, ესპანეთი; კრაკოვია, პოლონეთი და ბათუმი, საქართველო). ქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა საგრძნობლად იკლო და დარჩენილ ცხოველებზე საზოგადოება ზრუნავს. ქალაქი საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, რომ უპრობლემოდ მოიპოვოს წყალი (წყლის ჯამის კონსტრუქცია). მოსახლეობას დაწესებულებებში შესვლისას არ უწევს ფიქრი, სად დატოვონ ცხოველი და არც იმ ადამიანს აქვს პრობლემა, ვისაც ცხოველების ფობია აქვს. (მეგობრის სამაგრი). ყველა ცხოველთა მოყვარულს აქვს საშუალება, რომ ახალშობილი ლეკვები და დედა შეასახლოს კერებში, სადაც უვნებლად გაიზრდებიან, რის შემდეგაც გაჩუქების დღის საშუელებით იპოვიან მოსიყვარულე ოჯახებს. ჩვენი მომავალი თაობა იზრდება ჰუმანურ გარემოში, სადაც პატარაობიდანვე ეჩვევა მზრუნველობას, სიყვარულს და ყურადღებას.

კომენტარები

  1. 2021-11-25 18:01:20 Nika Beridze

    კარგ საქმეს აკეთებ

  2. 2021-11-26 23:49:01 სესილი არაბაშვილი

    წარმატება ამ პროექტს.

  3. 2021-11-28 01:14:54 მიხეილ ცინცაძე

    თქვენი კომენტარი

  4. 2021-11-30 02:42:29 მირანდა დიასამიძე

    წარმატებები საუკეთესო იდეაა, რათა ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე

  5. 2021-11-30 03:39:07 ლიკა აბაშიძე

    წარმატებები. ძალიან კარგი იდეაა

  6. 2021-11-30 13:45:23 ნინო კობალაძე

    წარმატებას ვუსურვებ ამ ყოვლად საჭირო პროექტს

  7. 2021-11-30 14:33:56 გიორგი ხაბაძე

    წარმატებებიი

  8. 2021-11-30 18:46:16 ლამზირა თებიძე

    წარმატებები❤❤❤❤

  9. 2021-11-30 20:57:50 Svetlana Gogitidze

    Dzalian didi imedi mak ,rom es proekti dadasturdeba. Da gaimarjvebs.cxovelebic ki chveni qalakis cxovrebis nacilia.momovali taobistvis kargi magaLitia

  10. 2021-11-30 21:47:54 ირინა ქარცივაძე

    წარმატებები

  11. 2021-12-01 21:07:52 თინათინ ხაბაზი

    წარმატებები ლევან ! ❣

  12. 2021-12-01 21:17:49 რუსუდანი ქათამაძე

    წარმატებებიი❤

  13. 2021-12-01 23:12:25 თაკო კუტალაძე

    წარმატებები უკარგეს ინიციატივას!

  14. 2021-12-02 10:22:16 მარინა აზაროვა

    წარმატებებიი❤

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო