აირსოფტის ექსტრიმ ტურნირი ბათმში
პროექტის მიზანი:
პირველ რიგში მოგახსენებთ თუ რა არის აირსოფთი(სტრაიკბოლი), აირსოფტი არის სპორტული სამხედრო სიმულატორი(თამაში) რომელიც შეიქმნა იაპონიაში
და დღეს-დღეობით საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს საქართველოშც, მე უკვე 7 წელია ვარ დაკავებული სპორტის ამ სახეობით, საკუთარი სახსრებით შევიძინე სათამაშდ საჭირო იარაღი და აღჭურვილობა რომელიც ნამდივილის ანალოგია და ამით რეალიზმს ჰმატებს სპორტის ამ სახეობას, ვგეგმავ სხვადასხვა სპეცოპერაციებს(მაგალითად მძევლის გადარჩენა, გამაგრებული პოზიციის შტურმით აღება, დროშების გათავისუფლება და ასე შემდეგ) რომლებიც სხვა მსგავს(პეინტბოლთან) სპორტულ სახეობებთან შედარებით უფრო რეალურია და მონაწილეებისთვისაც გაცილებით საინტერესო. აირსოფტის თამაში გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული სამწუხაროდ ამის გამო ძალიან ბევრი მოხალისე რომლებიც მიკავშირდება ფეისბუქ გვერდზე ვერ ახერხებენ თამაშზე დასწრებას, ხოლო ჩემი იდეით ხელმისაწვდომი გახდება ამ დიდ ტურნირში მონაწილეობის მიღება, ტურნირი გაგრძელდება მთელი სეზონის განმავლობაში, რითაც ჩვენს ახალგაზრდებს ცოტაოდენით მაინც ონლაინ თამაშებიდან გამოვიყვანთ რეალურ სამყაროში და ვაჩვენებთ, რომ იმ ემოციების მიღება არამხოლოდ ონლაინის მეშვეობით არამედ რეალურ სამყაროშიც არის შესაძლებელი. აირსოფტის თამაშები ძირითადად ტარდება სხვადასხვა მიტოვებულ ტერიტორიებზე ან ტყეებში, ჩვენს მიერ გამოყენები ტყვიები გახლავთ „ბიო“ და ზიანს არ აყენებს ბუნებას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები შემდგარი 5 ადამიანისგან, შეჯიბრებები ჩატარდება შაბათ კვირაობით რათა ხელმისაწვდომი იყოს იმათთვისაც ვინც კვირის განმავლობაში მუშაობს. გუნდების გადანაწილება მოხდება ჯგუფებად, ჯგუფებიდან გამარჯვებულები გადავლენ შემდგომ ეტაპზე ოლიმპიური სისტემით. ტურნირის დროს ორივე გუნდებს დააკვირდებიან გამოცდილი მოთამაშეები რომლებიც შეაფასებენ და დააფიქსირებენ ტყვიის მოხვედრის მომენტებს რადგან აირსოფში ტყვის მოხვედრა (დაფიქსირება) დამოკიდებულია მოთამაშის კეთილსინდისიერებაზე, რომელსაც ასევე შევძლებთ თავსახურებზე(კასკებზე) დაყენებული კამერების მეშვეობითაც და დარღვევის შემთხვევაში გუნდი მოიხსნება ტურნირიდან. პროექტის მიზანი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესი და როგორც ძემოთ აღვნიშნე ახალგაზრდობის ვირტუალური სამყაროდან გამოყვანა.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგებს და მიზანს რაც შეეხება როგორც მოგახსენეთ პირველ რიგში პროექტის მიზანი ისაა, რომ ახალგაზრდობა გავხადოთ უფრო აქტიური, მოვწყვიტოთ ტელეფონებს და კომპიუტერებს და ვაჩვენოთ რომ ის სიამოვნება და ექშენი რასაც იღებენ ვირტუალური თამაშებით შეგვიძლია მივცეთ რეალურ ცხოვრებაშიც, ამ პროექტის მეშვეობით ასევე შევძლებთ ხელი შევუწყოთ ამ სპორტული სახეობის ბათუმში დამკვიდრებას, არსებული ფედერაციისა და გუნდების გაძლიერებას, შევძლებთ ვუმასპინძლოთ ქუთაისის და თბილისის გუნდებსაც, რომლებიც როგორც ჩვენ წლებია საკუთარი სახსრებით ცდილობენ ამ სპორტული სახეობის საქართველოში დამკვიდრებას და ახალგაზრდობის ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვას.
კომენტარები