გიგანტური პიანინო
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის სკვერებში დაამატოს ახალი, ინოვაციური გასართობი საშუალება გიგანტური პიანინოს სახით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
გიგანტური პიანინო მიმზიდველი იქნება ნებისმიერი ასაკის ბათუმელისთვის, ასევე ტურისტებისთვის. პროექტი არამარტო გაახალისებს არსებულ პარკებს არამედ დამატებით მოზარდებს აღუძრავს სურვილს მუსიკალური განაღლებისკენ.
მოსალოდნელი შედეგი:
ამ თანამედროვე ელემენტის დამატება ბათუმის პარკებში შედეგად მოგვიტანს გაუმჯობესებულ გარემოს, ხოლო შეჯიბრებითობის პრინციპით სიმბოლური პრიზისთვის მებრძოლი გუნდები შექმნიან მაყურებლისათვის საინტერესო გასართობ ღონისძიებას.
ერთი შეხედვით საკმაოდ ძვირი ფასი გამომდინარეობს იქედან, რომ მოწყობილობა არ შეიცავს არც ერთი ელექტრო დეტალს და მთლიანად შემუშავებულია მექანიკური ნაწილების სახით, შესაბამისად კონსტრუქცია უძლებს როგორც ცუდ ამინდს ასევე ვანდალიზმს.
იდეა საინტერესოა, თუმცა საჭიროებს დეტალების დაზუსტებას. მათ შორის: ფასის დეტალულ ხარჯთაღრიცვას (იმპორტი, განბაჟება, ტრანსპორტირება, მონტაჟი და ა.შ.), მონტაჟის შემდგომი ტექნიკური მოვლა-პატრონობის პირობებს და ღირებულებას, საგარანტიო ვადებს და პირობებს. პროექტის აღწერილობაში საუბარია "სკვერებში" განთავსებაზე (ანუ მრავლობით რიცხვში), ფასი კი მითითებულია ერთი ცალის, დასაზუსტებელია.
ვფიქრობ ეს კონკურსი არის იდეების და არა ფინანსური დაგეგმარების შეჯიბრი. იდეა თუ კარგია ესეიგი იმსახურებს შემდგომ დაფიქრებასა და მუშაობას, რა დროსაც გამოითვლება იმპორტი განბაჟება ტრანსპორტირება და მონტაჟი.:)