რკინის კაცის სკულპტურები
პროექტის მიზანი:
რკინის სკულპტურები განლაგდება , ქალაქის ისტორიულ ადგილებსა და ქუჩებზე. (რაზეც საჭირო იქნება ნებარვის მიღება ) თითოეულ მათგანს ექნება QR - შტრიხ კოდები რკინის ფირფიტაზე ამოტვიფრული, რომელშიც იქნება ჩატვირთული კონკრეტული ადგილის, ქუჩის, შენობის მოკლე ისტორია/აღწერა სხვადასხვა ენაზე. მიზანი - უცხოელი ტურისტების ყურდაღების მიქცევა და ამ კრეატიული ფორმით მეტი ინფორმაციის გაცემა ჩვენი ქალაქის შესახებ.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
კაცუნა დამზადდება რკინის მილებისგან. დაახლოებით 2 მეტრამდე სიმაღლის. რაც შეეხება ფორმას და მდომარეობას იქნება სხვადასხვა პოზიციებში, ისტორიული ადგილის, ღირებული შენობის თუ ქუჩის განლაგების მიხედვით. (რაზეც საჭირო იქნება ნებართვა). QR კოდის დახმარებით კი შესაძლებელი გახდება ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება არა მხოლოდ ტურისტებისტვის არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ( მაგალითისის ქვემოთ დართულია ფოტო)
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის შედეგი , კრეატიული გზით დამთვალიერებლების ყურადღების მიქცევა და ინფორმაციის გაზიაება, რაც ააღამღლებს ცნობიერებას, ჩვენი ქალაქის, კუთხის და ქვეყნის შესახებ.
კომენტარები