იდეის ნომერი: 20200
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: დურმიშხან შერვაშიძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-12-28
ბიუჯეტი: 285000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

1

1

285000

"მიურექსი" - პირველი ტანკერი

პროექტის მიზანი:
1892 წლის 23 აგვისტოს ბათუმის პორტიდან გავიდა ბაქოს ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი. პროექტის მიზანია გავაცნოთ ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს პირველი ტანკერის სვლაგეზი. ასევე, ის თუ როდის და სად აშენდა? რატომ შესრულდა პირველი რეისი ბათუმიდან სინგაპურსა და ტაილანდში. ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენებმა ძმები ნობელები, როტშილდი,სამუელი და სხვებმა გადაწყვიტეს ბიდონების ნაცვლად, პირდაპირ გემში ჩატვირთვა. ამით დაზოგავდნენ დროსა და თანხასაც! ინფორმაცია იქნება დატანილი საინფორციო დაფაზე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი „მიურექსი“ მოქალაქეებს მიაწვდის ინფორმაციას პირველი ტანკერის აშენების ინიციატორებზე - ძმები ნობელები, როტშილდი, სამუელი და სხვების შესახებ. ასევე სად აშენდა, როდის და რა მარშრუტით განხორციელდა პირველი ტანკერის უპრეცედენტო რეისი. საინფორმაციო დაფაზე განთავსდება სხვადასხვა ენებზე, მათ შორის ბრაილის შრიფტითაც, „მიურექსის“ ისტორია(ვერფიდან დიდი ბრიტანეთი-ბათუმი-სინგაპური) 1892 წელს ინგლისის ნავსადგურ ვესტ ჰარტლპულიდან გამოვიდა პირველი ბრიტანული ტანკერი "მიურექსი”. ის გამოემართა ბათუმის ნავსადგურისაკენ, პირველად დაიტვირთა ნავთობით და 1892 წლის 23 აგვისტოს ბათუმის პორტიდან კურსი აიღო სინგაპურისა და ტაილანდისაკენ. ”მიურექსმა” გააგრძელა მოძრაობა სუეცის არხში. 1900 წელს დასრულდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გაყვანა. იმ პერიოდში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტვირთბრუნვა მსოფლიო ნავთობის 26% - ს შეადგენდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმის ნავსადგური გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური შავი ზღვის ბასეინზე ტვირთბრუნვის მაჩვენებლის მიხედვით.მოგვიანებით აგრეთვე აშენდა 5 ნავმისადგომი ტანკერებისა და მშრალტვირთმზიდებისათვის. გაიზარდა ნავსადგურის ტვირთბრუნვა, გაფართოვდა გადასამუშავებელი ტვირთების ნომენკლატურა. 1923 წელს, საბჭოური მმართველობის პერიოდში, ბათუმის ნავსადგური გადავიდა ნავსადგურების რეესტრის უმაღლეს-1 კატეგორიაში, რამაც უფრო დააჩქარა მისი განვითარება. მაშინ ის შედიოდა საბჭოთა კავშირის იმ ნავსადგურების რიცხვში, რომელთა ტვირთბრუნვა აჭარბებდა 1 მილიონ ტონას. 1959-1962 წლებში აშენდა საზღვაო სადგურის შენობა, ხოლო 1967 წლისათვის ნავსადგურს უკვე შეეძლო შიდა რეიდზე დიდტონაჟიანი გემების მიღება. ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობამ, ბათუმის ნავსადგური გადააქცია ევროპის სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანეს კვანძად და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილ სატრანსპორტო ობიექტად. Murex იყო 3,564 მთლიანი ტონა M კლასის ზეთი, აშენდა William Gray & Company-ის მიერ, West Hartlepool 1892 წელს Marcus Samuel & Company-სთვის. ის იყო პირველი ნაყარი ნავთობის ტანკერი, რომელმაც გაიარა სუეცის არხი და წითელი ზღვა ტაილანდისკენ მიმავალ გზაზე 1892 წელს. Murex was a 3,564 gross ton M class oiler, built by William Gray & Company, West Hartlepool in 1892 for Marcus Samuel & Company. She was the first bulk-oil tanker to pass through the Suez Canal en route to Thailand in 1892. Wikipedia მონუმენტი განთავსდება „ტალღებზე.“სიგრძით 7 და სიგანით 3 მეტრი.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის „მიურექსის“ განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა და ვიზიტორთა ინფორმირებულობას იმის შესახებ, რომ ბათუმიდან პირველი ტანკერის „მიურექსის“ რეისმა გაამართლა ექსპერიმენტატორთა იდეა. შემდგომში განვითარდა და მომრავლდა ტანკერები, აირმზიდები და ქიმმზიდები. დღეს მსოფლიოს საწყალოსნო გადაზიდვებში მოწინავე პოზიციაზე ტანკერებით გადაზიდვებია.
განმარტება:
ბათუმში ნებისმიერი სახის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დადგმა - არ დადგმის მიზანშეწონილების განსაზღვრა წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია) უფლებამოსილებას (მათი თანხმობის/შეთანხმების გარეშე, არ ხდება ძეგლის (ან სხვა) განთავსება) და არ ხდება წინასწარი თანხმობის მიღება. შესაბამისად, იდეის განხორციელება გამარჯვების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე.

კომენტარები

  1. 2022-12-21 08:12:10 მამუკა დარჩია

    აუცილებელია დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო