იდეის ნომერი: 20210
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ემზარ დიასამიძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-12-08
განხორციელების ვადა (მდე): 2024-12-11
ბიუჯეტი: 200
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

1

1

200

შაბათ- კვირის გამოფენა

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმს, როგორც ტურისტულად მზარდ ქალაქს გაეზარდოს ცნობადობა თავისი თვითმყოფადობიდან გამომდინარე. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა ტიპის ფესტივალების, გამოფენების და მსგავსი ღონისზიებების მოწყობასთან ერთად შეიქმნას მუდმივი საგამოფენო სივრცეები, სადაც ქალაქი ვიზიტორებს მუდმივად შეეძლებათ ნახონ ის სიკეთეები, რაც დამახასიათებელია ამ ქალაქისა და ქვეყნის ნაწილისთვის. პროექტის მიზანია ადგილობრივ მეღვინეებს და ალკოჰოლური სასმელების ტრადიციულ მწარმოებლებს მიეცეთ საშუალება მრავაფეროვანი არჩევანი შესთავაზონ ქალაქის ვიზიტორებს. საამისოდ საწყის ეტაპზე სასურველია ე.წ. ჭაჭა თაუერის ტერიტორიაზე მოეწყოს შაბათ-კვირის სადეგუსტაციო გამოფენა. ეს ქალაქის ვიზიტორებს სასუალებას მისცემს ერთ სივრცეში ნახონ და მიირონ ინფორმაცია რეგიონში არსებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ცნობილ და არაცნობილ ნაირსახეობებს გაეცნონ, დააგემოვნონ და უფრო ზუსტად დაგეგმონ თავიანტი გასტრონომიული ტური.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმში ე.წ. ჭაჭა თაუერი ათიოდე წლის წინ აშენდა და მან იმწამსვე მიიპყრო ვიზიტორთა ყურადღება, როგორც ავთენტური ბრენდის ძეგლმა, თუმცა არასწორი გათვლების გამო ტურისტული ძეგლი ამჟამად უფუნქციოდაა და ყველაზე ძვირადღირებული ადგილინაგავსაყრელადაა ქცეული. ამ პროექტიტ ძეგლს მიეცემა ფუნქციური დატვირთვა, გახდება ბათუმის სავიზიტო ბარათი და ქალაქს მოუტანს ცნობადობას. გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, ფესტივალები და ა.შ. ამასთან საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ, ასევე სხვადასხვა დონორი და საფინანსო ორგანიზაციების მიერ ბერვი პროექტი ხორციელდება მევენახეობა-მეღვინეობსა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ხელშემწყობი პროგრამები და პროექტები, მათ შორის მცირემეწარმეობის განვითარების კუთხით. რეგიონში გაჩნდა არაერთი მცირე მეწარმე, რომელსაც კომპლექსურად სჭირდებათ საგამოფენო სივრცე, რათა მომხმარებლამდე მიიტანონ თავიანთი პროდუქტი და ასევე მომხმარებლმა შეძლოს არჩევანის გაკეთება და შეფასება.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განვითარება ბათუმში შექმნის კიდევ ერთ გამორჩეულ საზოგადოების თავშეყრის ადგილს, სადაც მოხდება გასტრონომიული მიღწევების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა, ურტიერტობების დამყარება და ქალაქის ახალი სავიზიტო ბარათის შექმნა.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ მსგავსი პროექტი უკვე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ზ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს“. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. მსგავსი ღონისძიება ტარდება "ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე და მიეცა რეკომენდაცია იდეის დაკორექტირების შემდგომ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ქვეპროგრამის "კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო