იდეის ნომერი: 20217
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: დიანა ვარშანიძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-02-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-12-31
ბიუჯეტი: 200000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

1

1

200000

უსაფრთხო ქუჩები

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმში კონკრეტული ქუჩები გავხადოთ უსაფრთხო, როგორც ქვეითთათვის ასევე ავტომობილით მოსარგებლებისათვის. ძირითადად, ვფიქრობთ რომ ეს გამოწვეულია შუქნიშნის არ არსებობით, ან ,,დაწოლილი პოლიციელის“ არ არსებობით. მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას ეს პრობლემა, რადგან აუცილებელია საზოგადოება ცხოვრობდეს მშვიდ და უსაფრთხო ქალაქში. ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ შუქნიშმის დამონტაჟება ან პანდუსების დაყენება. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მოქალაქეები ცხოვრობდნენ და გადაადგილდებოდნენ უსაფრთხო ქალაქში. იქ სადაც თავს იგრძნობენ დაცულად.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ჩვენი პროექტის ფარგლებში ქუჩებზე შესაძლებელია შუქნიშნების დადგმა, თავისი ,,QR” კოდით. იმიტომ რომ, ამით მოსახლეობას მიეცემა საშუალება გაიგოს იმ უსაფრთხოების წესებზე, რომელიც მითითებული იქნება. მნიშვნელოვანია ასევე მიეთითოს, რომ ეს პროექტი განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ბათუმის მერიის ურთიერთიბით. იმ შემთხვევაში თუ სხვა გარემო ფაქტორების გამო ვერ მოხერხდება შუქნიშნების დადგმა, სასურველია ქუჩებზე დაიდგას ,,დაწოლილი პოლიციელი“. გარკვეულწილად საფრთხეს მინიმუმად მაგრამ მაინც ამცირებს. ეს პრობლემა კი ეხება კონკრეტულად ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს კვეთაში არსებულ ქუჩაზე. ეს ქუჩა ხასიათდება იმით რომ არის ფართო ქუჩა და ხშირად ხდება ავტოკატასტროფები. ასევე მნიშვნელოვანია შევისწავლოთ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სხვა ქუჩებთან კვეთის ადგილები, სადაც შესაძლებელია იყოს ანალოგიური პრობლემა.
მოსალოდნელი შედეგი:
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ვფიქრობთ, რომ თითეულმა ჩვენგანმა ქუჩაში გადაადგილებისას თავს უნდა გრძნობდეს მაქსიმალურად დაცულად და უსაფრთხოდ. ამ პრობლემის აღმოფხვრის შემთხვევაში კი შესაძლებელია ამის მიღწევა. ასევე თავიდან ავიცილებთ ავტოსაგზაო შემთხვევებს და შემცირდება იმის ალბათობა, რომ დაზიანდეს როგორც ქვეითი ასევე მძღოლი.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეა ითვალისწინებდა ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს კვეთაში შუქნიშნის ან ე.წ ,,დაწოლილი პოლიციელი. შპს ბთუმის ავტოტრასნპორტს აღნიშნულ ლოკაციზე უკვე დაგეგმილი აქვს ბარიერის მოწყობა, მანქანების უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ზ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს“. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო