იდეის ნომერი: 20219
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ამირან ხომერიკი
განხორციელების ვადა (დან): 2023-06-16
განხორციელების ვადა (მდე): 2023-06-18
ბიუჯეტი: 150000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ფესტივალი

1

150000

ფესტივალი "გურმანია 2023"

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის კულინარიულ დედაქალაქად ქცევა. პროექტის ფარგლებში მოხდება რეგიონში გამორჩეული და საინტერესო გასტრონომიული ფესტივალის დაფუძნება და დამკვიდრება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
კულინარია ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმისათვის საინტერესო სფეროებიდან ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ბათუმში ჩამოსული სტუმრების აბსოლიტური უმრავლესობა დაინტერესებულია ქართული სამზარეულოთი, რომლის უნიკალურობა და მრავალფეროვნება უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ვიზიტორების და ექსპატების რეოდენობის ზრდამ გამოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოების წარმოჩენა და პოპულარიზაცია ბათუმში. მიუხედავად ზემოთქმულისა ბათუმის გასტორონომიული შესაძლებლობები არ არის კარგად ცნობილი, და ამ მიმართულების ფესტივალის დამკვიდრება დიდწილად შეუწყობს ხელს, ამ უთუოდ საინტერესო სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციას. ანალოგიური წარმატებული ფესტივალების ისტორიების დადასტურება შეიძლება მსოფლიოს პოპულარული ტურისტული დესტინაციების მაგალითებით (ლიონი, ბარსელონა, სარდინია, ბუდაპეშტი, სტანბული, და ა.შ.) პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3 დღიანი ფესტივალი, რომელიც მოახდენს ადგილობრივი რესტორნების, კერძო სამზარეულოების, პროდუქტისა და სამზარეულო ინვენტარის მწარმოებლების, შეფების წარმოჩენას. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული, რეგიონალური და მსოფლიო სამზარეულოს ექსპოზიციები. ფესტივალის ფარგლებში გაკეთდება კულინარიული მიმართულებების მიხედვით მოდულები, მაგალითად: ზღვის პროდუქტი, ისტორიული რეცეპები, ფიუჟენი, საკონდიტრო მიმართულება და ა.შ.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგად მივიღებთ გასტრონომიულ ფესტივალს, რომელიც ბათუმს აქცევს კულინარიულ ცენტრად რეგიონში. ფესტივალი მოიზიდავს კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს, დარგის სპეციალისტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას და აშ.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეა საჭიროებდა დეტალიზაციას. შესაბამისი კომუნიკაცია განხორციელდა იდეის ავტორთან და მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა პროექტის დახვეწა და წარმოედგინა დაზუსტებული ვერსია დებულებით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში (არაუგვიანეს მიმდინარე წლის 24 იანვრისა). იდეის ავტორმა ვერ მოახდინა იდეის დეტალიზაცია წინასწარ განსაზღვრულ ვადებში. შესაბამისად, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას -" განაცხადის ფორმა სრუყლყოფგილად უნდა იყოს შევსებული". აქედან გამომდინარე, იდეის ავტორთან შეთანხმებით და მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. ამსათანავე, იდეის ავტორს მიეცა რეკომენდაცია იდეის დაკორექტირების შემდგომ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ქვეპროგრამის "კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა" ფარგლებში.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო