იდეის ნომერი: 20220
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ანნა ვართანოვი
განხორციელების ვადა (დან): 2023-01-12
განხორციელების ვადა (მდე): 2023-12-31
ბიუჯეტი: 15000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ჩაის მუზეუმის გახსნა ბათუმში და მისი მოწყობა

1

15000

ჩაის მუზეუმის გახსნა ბათუმში

პროექტის მიზანი:
ჩაის მუზეუმის გახსნა ბათუმში, ქართული ორგანული ჩაის და ჩაის კულტურის პოპულარიზაცია. სამწუხაროდ ბათუმში არ არსებობს არც ერთი ჩაის სახლი, და განსაკუთრებით ქართული ჩაის ტრადიცია სუსტად არის წარმოდგენილი.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
კერძო ჩაის მუზეუმის გასხნა ბათუმში, რომელიც იქნება თბილისის ჩაის მუზეუმის ფილიალი, ჩაის მუზეუმის გახსნის ინიციატორი არის „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია“. მეზუმში წარმოდგენილია ასოციაციის მიერ წარმოებული პროდუქციის მთლიანი ასორტიმენტი. ძველი ქართული ჩაების ექსპონატები, ისტორიული წიგნები, სურათები. საუკეთესო და უნიკალური ჩაები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ტარდება ჩაის დეგუსტაცია & მასტერ კლასები (ჩაის ტესტინგი, ჩაის მიქსოლოგია, კომბინაციები და დაყენება) „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიზანია გააერთიანოს ორგანული ჩაის მწარმოებელი კომპანიები, კოოპერატივიები და ოჯახები. გაუწიოს მათ დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება ორგანული, მაღალი ხარისხის ქართული სტანდარტული ჩაის საწარმოებლად. ასოციაციის წევრები , ჩაის აწარმოებენ ასოციაციის შიდა სტანდარტის შესაბამის და ამ პროდუქციას ასოციაცია მთლიანად თავად შეისყიდის, ასევე თავად განკარგავს. „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციას“ შედეგობრივი წარმატებები აქვს: ქართული ჩაის ასორტიმენტის შექმნაში. ქართული ჩაის სტანდარტიზირებაში, პლანტაციების აღდგენაში და ახალი ქართული ჩაის ჯიშების გამოყვანაში. ეწევა ქართული ჩაის ცნობადობისა გაზრდას და რეპუტაციის ამაღლებას მსოფლიოში - საერთაშორისო ჩაის ფორუმებზე და ჩემპიონატებზე მონაწილეობით, გახსნილი აქვს კერძო ჩაის მუზეუმი და სკოლა სადაც ამზადებს და ასწავლის ქართველ ჩაის ოსტატებს. ასოციაციის აღრზდილები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ ჩაის ოსტატთა ეროვნულ და საერტაშორისო ჩემპიონატებში. წარადგენენ საქართველოს, ქართულ ჩაისა და მის კულტურას. „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელი - შოთა ბითაზე. 2006 წლიდან, შოთა ბითაძე, ჩინეთიდან ჩაის იმპორტიორი და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ცენტრის “აბრეშუმის გზ”-ის ერთერთი დამფუძნებელი, დაინტერესდა ქართული ჩაის პოტენციალით და მისი აღორძინებით. 2022წელს საიუბილეო თარიღია, ქართული ჩაის ისტორია 175 წელს ითვლის. 1847 წელს საქართველოში გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით, აკლიმატიზაციის გავლის მიზნით, სოჭის, "ნიკიტსკის" ბოტანიკური ბაღიდან, ოზურგეთში ჩაის პირველი ჩინური ბუჩქები გადაირგა. ბუჩქებმა გაიხარეს. ამ ფაქტს ნარგავების გამრავლების და ჩაის როგორც მოთხოვნადი პროდუქტის წარმოების მცდელობა მოყვა. 1893 წელს, ალექსანდრე პოპოვმა, ჩინეთიდან მეჩაიე, ლაუ ჯონ ჯაუ მოიწვია. ჩაქვში, ბათუმის სიახლოვეს, საქართველოს ძირველ კუთხეში აჭარაში, ჩაის პირველი სამრეწველო პლანტაციები გაშენდა და ამუშავდა ჩაის პირველი ფაბრიკა, რომელიც ინგლისური წარმოების მანქანა-დანადგარებით იყო აღჭურვილი. ამით, მთელს რეგიონში( საქართველო, აზერბაიჯანი, კრასნოდარის მხარე, ირანი, თურქეთი, უკრაინა), მეჩაიეობის, როგორც დარგის განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. შედეგად, 1900 წელს, პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე ქართული ჩაი, დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა, წარწერით "მსოფლიოში საუკეთესო, პოპოვის ჩაი, საქართველოდან".. ჩვენ გვაქვს რესურსი, ვმართოთ ჩაის კერძო მუზეუმი და აქტიურად ჩავატაროთ სასარგებლო საინფორმაციო აქტივობები ჩაის კულტურისა და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე ვაწყობთ ჩაის ტურებს, პლანტაციებზე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ პრაქტიკული მონაწილეობა ჩაის წარმოებაში. 2013-2022 წლებში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ვმონაწილეობთ აგროფესტივალებში, წარმოვადგენთ ქართულ ორგანულ პროდუქტს. 2017 წელს შეიქმნა ასევე ჩაის სტუდია თბილისში- Tea IN , რომელმაც დროებით შეაჩერა საქმიანობა 2020 წლის მაისში პანდემიისა და ცაის ოსტატისა და კოორდინატორი ანნა ვართანოვის ბათუმში გადაადგილების გამო. 2020 წლის მაისიდან ვატარებთ საინტერესო ღონისძიებებს ჩაის დაგემოვნების ფონზე ბათუმში. უახლოეს მომავალში ვგეგმავ აქ ინფრასტრუქტურის შემუშავებას ჩაის კულტურის განვითარები კუთხით, ისევე, როგორც ცხოვრების ჯანსაღ წესს, ორგანიზმის გაწმენდას, ვეგანური და უმი საკვების დიეტას, ვგეგმავ ჩაის კუთხის გახსნას და ჯანსაღი პროდუქტების მაღაზიას. 500-ზე მეტი ღონისძიება ჩემი ორგანიზებით : https://www.facebook.com/pg/TeaINCoCreativitySpace/events/ ღონისძიებების ანონსები: https://www.facebook.com/anna.vartanova.7/ https://t.me/TeaINStudio https://www.facebook.com/TeaINCoCreativitySpace/ https://www.instagram.com/avartanova/ https://www.pinterest.com/AnnaVartanovaTeaINSpace ჩაის კონტროლირებადი ექსტრაქცია- ღვინის დეკანტერში ჩაის დაყენების ქართული მეთოდი. https://www.facebook.com/pg/GeorgianOrganic/photos/?tab=album&album_id=610540952482314 *** ანა ვართანოვა, დიპლომირებული ჩაის ოსტატი (Tenfu Tea College, Zhangzhou College of Science and Technology, Fujian, China), Tea Talk Georgia პროექტის კოორდინატორი, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი, ჩაის სტუდიის Tea IN პროექტის ავტორი. ჩაის ოსტატთა საერთაშორისო ჩემპიონატი (Tea Masters Cup International 2016) გამარჯვებული (კატეგორია- ჩაის დაყენება). ჩაის დეკანტერში დაყენების ქართული მეთოდის, კონტროლირებადი ექსტრაქციის, პრეზენტაცია პირველად იყო წარმოდგენილი 2016 წლის ივნისში, სეულში, დაყენებული ამ მეთოდით ქართული ველური შავი ჩაი 4 ნომინაციის (Best in aroma, Best in taste, Best in aftertaste, Best result) გამარჯვებული გახდა. ჩაის ოსტატთა საერთაშორისო ჩემპიონატის (Tea Masters Cup International ) პატ., Anna Vartanova, Project Manager, “Tea IN” Studio (CoCreativity Space) “Georgian Tea 1847” "Georgian Organic Tea Producers Association", “Tea Talk Georgia” Mob/whatsup/viber/tm is +995 595 35 4774 teamasterscuptbilisi@gmail.com https://www.facebook.com/anna.vartanova.7 https://t.me/TeaINStudio https://www.facebook.com/TeaINCoCreativitySpace/ https://www.facebook.com/GeorgianOrganic/ https://www.facebook.com/TeaTalkGeorgia/
მოსალოდნელი შედეგი:
გთხოვთ, გამოგვიყოთ ფართი 30 კვ.მ. ჩაის მუზეუმისთვის და დაფინანსდეთ მისი მოწყობისთვის.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეის განხორციელება სცდება მერიის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს“ . შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო