იდეის ნომერი: 20224
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: არჩილ გოგუაძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-03-17
განხორციელების ვადა (მდე): 2024-03-18
ბიუჯეტი: 60503
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

სპექტაკლი

3

8000

დინამიკი

2

1000

ხმის მიქშერი

1

900

განათება

13

3003

განათების პულტი

1

2000

პრინტერი

1

900

ლეპტოპი

1

2000

პროექტორი

1

2000

ხის მასალა სცენისთვის და ამფითეატრისთვის

null

5000

ავეჯი ფოიესთვის

null

7000

ნათურები, დენცქვიტები, კაბელი

null

900

ნაჭერი,ხალიჩა

null

1500

სოც რეკლამა,ბუკლეტები, აფიშა

null

3000

ამფითეატრზე დასაგები რბილი დასაჯდომი მასალა

null

1500

რკინის მასალა სცენისთვის და ამფითეატრისთვის

null

1000

პროექტის ხელმძღვანელის ანაზღაურება

null

3000

მენეჯერის ანაზღაურება

null

1800

ჯამი

null

60503

ბათუმის ალტერნატიული თეატრი

პროექტის მიზანი:
" ალტერნატიული სივრცე საჭიროა ყოველგვარი ფორმის, ნორმისა და ჩარჩოს დასარღვევად, ექსპერიმენტისთვის, ახალი სათეატრო ენის ძიებისთვის ან არსებულის გაუმჯობესებისთვის, დახვეწისთვის და ფორმირებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო თეატრებში რეპერტუარი მოითხოვს და გულისხმობს ,,კლასიკურობას’’, დახვეწილობას, აკადემიურობას და ესთეტიურ მხარეს, ექპერიმენტების დრო და ადგილი ,,აღარ რჩება’’. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახეზე გვაქვს კრიზისული მოცემულობა თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში და თეატრში.სწორედ ამ ორი ინსტიტუციის დაუკავშირებლობა ახდენს ცუდ გავლენას განვითარებაზე და ჩავარდნას. ვფიქობ, ყველანაირი კრიზის მიუხედავად , მოიძებნება ქართული თანამედროვე (და არა მხოლოდ) პიესები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება სათეატრო რეპერტუარის ბირთვის შედგენა. "
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
" თანამედროვე თეატრალური სამყაროს სივრცული არეალი ძირითადად დედაქალაქებს მოიცავს. ამ ფონზე საკმაოდ მცირეა მაყურებლის ტოტალური ჩართულობა პერიფერიულ თეატრში, რაც თავისთავად სერიოზულ პრობლემას ქმნის. პერიფერიული თეატრის არსებობის ფაქტი თავისთავად უკვე გულისხმობს არსებული თეატრალური ჰეგემონიიდან გასვლის და სრულიად თვითმყოფადი, ექსპერიმენტული სივრცის შექმნის პრაქტიკას. პერიფერიული თეატრის ამოქმედება გაზრდის ინტერესს არამარტო კონკრეტული ურბანული სივრცის, არამედ ქვეყნის განნვითარების თვალსაზრისითაც. ალტერნატიული სივრცე გულისხმობს ახალი გამომომსახველობითი ხერხების და ფორმების ათვისების პროცესს, მულტიმედიის, ევროპულ სცენაზე აპრობირებული ხერხების გამოყენებით და ახალის შექმით, ახალგაზრდა ხელოვანები შეძლებენ დროსთან შესაბამისი წარმოდგენების ჩვენებას."
მოსალოდნელი შედეგი:
"ერთი წლის მანძილზე არსებულ სივრცეში გაიმართება ოთხი სპექტაკლის პრემიერა, რომლის ჩვენებაც ამ პერიოდის განმავლობაში მიიღებს პერმანენტულ სახეს. გარდა ამისა, გაიმართება ახალი თარგმანებისა და ქართული პიესების საჯარო კითხვა. სივრცის მულტიფუნქციურობა გულისხმობს საბავშვო სტუდიას. დღის საათები სწორედ სწავლების პროცესს დაეთმობა. იგი მოიცავს: თეატრის ისტორიას, მეტყველებას, სამსახიობო ოსტატობას, პლასტიკას და ა.შ. ერთ სპექტაკლზე დაესწრება 60-70 მაყურებელი. ერთი წლის მანძილზე გაიმართება ოთხივე სპექტაკლის სამოცი ჩვენება. რის შედეგადაც მივიღებთ 3600 მაყურებელს. რაც შეეხება სტუდიას, იგეგმება ორმოცდაათიდან ას მოსწავლემდე მიღება. "
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ მსგავსი იდეა წარმოადგენს სხვა პროექტის ანალოგიურ ვერსიას. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ზ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია". შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო