იდეის ნომერი: 20228
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ოლღა მორჩაძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-04-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-05-26
ბიუჯეტი: 115000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

მოძრავი თეატრი

1

100000

მოძრავი თეატრი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია თეატრის პოპულარიზაცია ბავშვებსა და მოზარდებში. მისი ჟანრობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენა. დაინტერესებული აუდიტორიისთვის თეატრის ძირითადი მიმართულებების განვითარების ისტორიისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება(დრამატურგია, სამსახიობო და სარეჟისორო ხელოვნება, მუსიკა და ა.შ.)
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის აქტუალურობა გამომდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, კლასიკური ხელოვნების მიმართ ინტერესის კლებით. ჩვენი პროექტის ფარგლებში, როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში გაიმართება წარმოდგენები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. მოწვეული თეატრალური დასები მრავალფეროვან რეპერტუარს შესთავაზებენ მაყურებელს, როგორც ჟანრობრივი ასევე საშემსრულებლო და სარეჟისორო თვალსაზრისით. პროექტის მიზანია ყველა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მაყურებელს შეაყვაროს ხელოვნების ეს სფერო, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე. პროექტის ფარგლებში გაიმართება მარიონეტების, თითების, ჩრდილების, მუსიკალური და ა.შ. დასებისა და თეატრების წარმოდგენები. პროექტი საშუალებას მოგვცემს გადავადგილდეთ ბათუმის 14 ადმინისტრაციულ ერთეულში და გავმართოთ 30-მდე წარმოდგენა, თითქმის ყველა უბანში, დიდ ეზოებსა და სკვერებში. მოძრავი თეატრი შექმნის განუმეორებელ საფესტივალო გარემოს, შესაძლებლობა გვექნება პროექტში ჩავრთოთ არა მხოლოდ პროფესიონალი მსახიობები და რეჟისორები, არამედ მოყვარულებიც, შეუზღუდავი იქნება ასაკობრივი ჯგუფებიც.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგად გაიზრდება დაინტერესება სასკოლო თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვების თეატრარული ხელოვნებით. ფესტივალი საშუალებას მოგვცემს კულტურული ცხოვრებით და აქტივობებით გავამდიდროთ როგორც ქალაქის ცენტრი ასევე გარეუბნები. წარმოვაჩინოთ მცირე თეატრალური დასები, ასევე საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭის გამოვლინებისათვის აუცილებელი სივრცე მივცეთ დამწყებ და მოყვარულ რეჟისროებს, მსახიობებს, სასცენო მხატვრებს, მუსიკოსებსა და დიზაინერებს. ბათუმში გასულ წლებში ჩატარებული თეატრალური ფესტივალების (მაგ. „პერპეტუმ მობილე“) წარმატება გვაძლევს საშუალებას დარწმუნებული ვიყოთ, რომ მოცემული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ქალაქის კულტურულ ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და მოზარდებში თეატრალური სფეროთი დაინტერესების ზრდაზე.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ მსგავსი იდეა უკვე გამარჯვებული არის პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში 2022 წელს, რომელიც უკვე განხორციელდა. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ზ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია". შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო