იდეის ნომერი: 20229
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ოლღა მორჩაძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-07-15
განხორციელების ვადა (მდე): 2023-09-15
ბიუჯეტი: 98000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

საერთაშორისო ფოტო ფესტივალი

1

98000

საერთაშორისო ფოტო ფესტივალი "პიქსელი"

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის, როგორც რეგიონალური შემოქმედებითი დედაქალაქის სტატუსის დამკვიდრება. იმის გათვალისწინებით, რომ მათუმი არა ყოველწლიურად, არამედ ყოველდღიურად ვითარდება და ვიზუალრად უფრო მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის, უპრიანი იქნება ჩვენს ქალაქში მიმდინარე ცვლილებები, ვაქციოთ კიდევ ერთ სტიმულად მოგზაურთათვის. ამაში აუცილებლად მიგვაჩნია, როგორც პროფესიონალი ფოტოხელოვანების ასევე დამწყები ფოტომოყვარულების ჩართვა. მით უმეტეს რომ ფესტივალის ვებგვერდის პოპულარიზაციაში დაგვჭირდება მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის ჩართვა. ფოტო ფესტივალი კონკურსი ტარდება ასევე იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს ყველაზე პოპულარული და საინტერესო ფოტო ადგილები, რომელიც ფესტივალის დახმარებით გახდება მომავალში ჩვენი ქალაქის ვიზიტორების ფოტო სამიზნე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
(ფოტოფესტივალი და ფოტოკონკურსი არის ის მიმართულება, რომელიც საერთაშორისოდ ზრდის ცნობადობას ამა თუ იმ რეგიონის და ქალაქის. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოგზაურთა 100% დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ტურისტული დესტინაციის ფოტო მიმზიდველობას, ადვილი მისახვედრია რომ ფოტო ფესტივალი, რომელიც რეგულარულად ჩატარდება, მომავალში აუცილებლად გახდება ბათუმის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქის იმიჯისა და საბოლოო ჯამში ბრენდის ჩამოყალიბებაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბათმის ღის საერთაშორისო ფოტო ფეტივალი კონკურსი პერსპექტიული, განვითარებადი და მზარდი პროექტია. პროექტი ემსახურება ტურიზმის განვითარებას, კონკრეტულად ჩვენი ქალაქისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით. ფოტო ხელოვნების განვითარებისა და მხარდაჭერის გზით ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ უამრავ ფოტო პროფესიონალსა და მოყვარულს ჩაერთოს ბათუმის ტურისტული მომხვლიბვლელობის ხრდაში.
მოსალოდნელი შედეგი:
4.1 საერთაშორისო ფესტივალი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსის გამოცხადება, შემდეგ მოხდება პროექტის პრეზენტაცია და დაიწყება სარეკლამო აქტივობები. შეიქმნება ფესტივალის ვებგვერდი სოციალურ ქსელში. დასახელდება ჟიურის წევრები, რასაკვირველია ჟიური დაკომპლექტდება საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებებით). პროექტის მიღებული ფოტო მასალა განთავსდება ვებგვერდზე, რომელზეც გაიმართება ასევე ხმის მიცემის პროცედურა. საბოლოოდ გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციებში და გაიმართება გამოფენა სხვადასხვა ლოკაციებზე. ფოტოფესტივალში მონაწილეობა შეეძლება, როგორც პროფესიონალი და სამოყვარულო ფოტოკამერებით გადაღებულ ნამუშევრებს, ასევე ტელეფონის საშუალებით გადაღებული კადრების ავტორებს, რაც რასაკვირველია გაზრდის ფესტივალში მონაწილეთა რიცხვს და ასევე დაინტერესებულ მაყურებელთა რაოდენობასაც. რაც შეეხება ნამუშევრების ექსპოზიციას ის სამი მიმართულებით განვითარდება - პირველი მიმართულება რასაკვირველია სოციალური ქსელი და ინტერნეტ სივრცეა, რითაც მაქსიმალურ აუდიტორიას მოვიცავთ. მეორე მიმართულება ეს არის ღია ცის ქვეშ გამართული გამოფენა, ე.წ. ურბანული გალერეა, და ბოლოს დამასრულებელი აკადემიური გამოფენა-დაჯილდოება ხელოვნების მუზეუმში. ფაქტიურად ფესტივალის დროს მიმდინარე საგამოფენო აქტივობებით მივწვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებსაც და რაც მთავარია მათ, ვინც მომავალში უნდა გადაწყვიტოს ბათუმში ჩამოსვლა.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეა საჭიროებდა დეტალიზაციას. შესაბამისი კომუნიკაცია განხორციელდა იდეის ავტორთან და მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა პროექტის დახვეწა და წარმოედგინა დაზუსტებული ვერსია დებულებით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში (არაუგვიანეს მიმდინარე წლის 24 იანვრისა). იდეის ავტორმა ვერ მოახდინა იდეის დეტალიზაცია წინასწარ განსაზღვრულ ვადებში. შესაბამისად, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას -" განაცხადის ფორმა სრუყლყოფგილად უნდა იყოს შევსებული". აქედან გამომდინარე, იდეის ავტორთან შეთანხმებით და მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. ამსათანავე, იდეის ავტორს მიეცა რეკომენდაცია იდეის დაკორექტირების შემდგომ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ქვეპროგრამის "კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა" ფარგლებში.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო