იდეის ნომერი: 20230
სტატუსი: ფინალისტი
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლიკა დიასამიძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-06-01
ბიუჯეტი: 12000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

მხატვრის ჰონორარი

1

6000

საღებავების შეძენის ხარჯი

1

2500

მასალა ( საღებავის დამატება, ფუნჯები, კატოკი, რეზერუარები, სკოჩი, ლენტები, მასალების ტრანსპორტირება, კერხერი (ნიადაგის გასაწმენდად)

1

3500

მე ვხედავ და ვიყენებ ზებრას

პროექტის მიზანი:
მოქალაქეებში საფეხმავლო გადასავლელი ,,ზებრას’’ პოპულარიზაცია. ქვეითად მოსიარულე პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა. პროექტის ამოცანაა ,,ზებრა’’ გადასასვლელის გამოყენების უზრუნველყოფის ზრდა ქვეითად მოსიარულეთა მიერ.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
თვალსაჩინოა, რომ ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების დიდი რაოდენობა არ იყენებს ,,ზებრა’’ გადასასვლელს, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ასევე ხელს უწყობს საცობების წარმოქმნას ქ. ბათუმში. ,,ზებრა’’ გადასასვლელის გამოყენების უნარ-ჩევევების გამომუშავება საჭიროა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან. პროექტის ფარგლებში საპილოტედ ქ. ბათუმში საჯარო სკოლებთან, ცამეტ ლოკაციაზე, მოეწყობა პოზიტიური, ფერადი ზებრა გადასასვლელები, რაც ქვეითებისთვის შექმნის მიმზიდველ გარემოს, რომ ისარგებლონ ამით დანიშნულებისამებრ. შესაბამისი გადასასვლელის გამოყენების შესაძლებლობა ექნება სკოლაში მისულ მშობლებს და, შესაბამისად, ამით ისარგებლებს მათთან ერთად მყოფი სკოლის მოსწავლეები. ,,ზებრაზე’’ გადასვლა, აუცილებლობასთან ერთად, სახალისოც გახდება.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსალოდნელი შედეგები და რისკები- 1. საპილოტედ ქ. ბათუმში ცამეტ საჯარო სკოლასთან მოეწყობა ინოვაციური ფერადი ,,ზებრა’’ გადასასვლელი რითაც გაიზრდება მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა ქვეითების მიერ. 2. ზემოთაღნიშნულ ლოკაციებზე გაიზრდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონე. 3. ხელი შეეწყობა საცობების განტვირთვას. 4. სკოლის მოსწავლეები გამოიმუშავებენ ,,ზებრაზე’’ გადასვლის უნარ-ჩვევებს. 5. პროექტის ფარგლებში მომზადებულ სიუჟეტებს ნახავს ათასობით ტელემაყურებელი. 6. მოხდება ,,ზებრა’’ გადასასვლელის გამოყენების პოპულარიზაცია. რისკები- ვინაიდან პროექტის განხორციელება ემთხვევა ზამთრის პერიოდს, რა დროსაც ბათუმში ტრადიციულად არის ნალექიანი ამინდები, არის რისკი რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას. რის საპასუხოდაც ჩვენს მიერ აღებული იქნება დროის მეტი მონაკვეთი რათა გათვალისწინებული იქნას აღნიშნული რისკ-ფაქტორები. პროექტის მდგრადობა პროექტის დასრულების შემდეგ ავტორი საინიციატივო ჯგუფთან ერთად ლობირებას გაუწევს იდეას ბათუმის თვითმმართველობასთან რათა ინოვაციური ,,ზებრა’’ გადასასვლელების დახაზვა გაგრძელდეს შესაბამისი სამსახურების მიერ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე და ბათუმი იქცეს პირველი ქალაქი საქართველოში ინოვაციური ,,ზებრა’’ გადასასვლელებით.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ფერადი ზებრა გადასასვლელების მოწყობას. აღნიშნული საკითხი შესათანხმებელია საპატრულო პოლიციასთა და არ ხდება წინასწარი თანხმობის მიღება. აქედან გამომდინარე, იდეის განხორციელებადობა გამარჯვების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მონაწილებითი ბიუჯეტის საბჭოს გადაწყვეტილებით იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო