პროექტის მიზანი:
ქალაქ ბათუმის შენობების, შიშველი ფასადის ე.წ. dead wall-ის მოხატვა, გაფორმება პროფესიონალი ქართველი გრაფიკოსების მიერ.
მოსალოდნელი შედეგი:
ქალაქი ბათუმი რომელიც რამოდენიმე დღეა რაც ტურიზმის ოსკარად წოდებული დაჯილდოების, "World Travel Awards"-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში - ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება. ქალაქი რომელიც ყოველდღე ცდილობს ღირსეული ადგილი დაიჭიროს მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე, მსგავსი პროექტი ნამდვილად წინ წასწევს მას და დიდ როლს ითამაშებს მის განვითარებაში, ვინაიდან მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანია დაინტერესებული ქუჩის მხატვრობით და სპეციალურიად მსგავსი ნამუშევრების სანახავადაც კი მოგზაურობს. ხოლო თუ მხოლოდ ბათუმზე და ბათუმის მაცხოვრებლებზე ვისაუბრებთ მათთვის ერთი მხრივ მოსაწყენი, უხასიათო და უსახური შენობები ახალ სანახაობად გადაიქცევა, ასევე მიეცემა უამრავ დამწყებ თუ უკვე დიდიხნის ნამოღვაწარ გრაფიკოსს თავისი ნიჭის გამოვლენის და ქალაქ ბათუმისათვის ახალი სიტყვის თქმის საშუალება.
კომენტარები