იდეის ნომერი: 20096
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თამთა გარუჩავა
განხორციელების ვადა (დან): 2019-07-14
განხორციელების ვადა (მდე): 2019-12-31
ბიუჯეტი: 40000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

საღებავი

1500

15

{

დაზიანებული ფასადის რესტავრირება, მოწესრიგება

10

1000

{

ამწე

5

300

{

პროექტის ხელმძღვანელი

5

1200

ქუჩის ხელოვნება

პროექტის მიზანი:
ქალაქ ბათუმის შენობების, შიშველი ფასადის ე.წ. dead wall-ის მოხატვა, გაფორმება პროფესიონალი ქართველი გრაფიკოსების მიერ.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
“გზა“ წარმოადგენს გრაფიტი არტისტების ჯგუფს, რომელთა მიზანია ბათუმის უბნებში მოიხატოს როგორც მაღალსართულიანი ასევე შედარებით მცირე მასშტაბის შენობების კედლები.
მოსალოდნელი შედეგი:
ქალაქი ბათუმი რომელიც რამოდენიმე დღეა რაც ტურიზმის ოსკარად წოდებული დაჯილდოების, "World Travel Awards"-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში - ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება. ქალაქი რომელიც ყოველდღე ცდილობს ღირსეული ადგილი დაიჭიროს მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე, მსგავსი პროექტი ნამდვილად წინ წასწევს მას და დიდ როლს ითამაშებს მის განვითარებაში, ვინაიდან მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანია დაინტერესებული ქუჩის მხატვრობით და სპეციალურიად მსგავსი ნამუშევრების სანახავადაც კი მოგზაურობს. ხოლო თუ მხოლოდ ბათუმზე და ბათუმის მაცხოვრებლებზე ვისაუბრებთ მათთვის ერთი მხრივ მოსაწყენი, უხასიათო და უსახური შენობები ახალ სანახაობად გადაიქცევა, ასევე მიეცემა უამრავ დამწყებ თუ უკვე დიდიხნის ნამოღვაწარ გრაფიკოსს თავისი ნიჭის გამოვლენის და ქალაქ ბათუმისათვის ახალი სიტყვის თქმის საშუალება.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო