პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმში არის უამრავი ადამიანი, რომელთაც უყვართ სპორტის ეს სახეობა (ფეხბურთი), ამიტომ დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში. წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოეწყობა ვარჯიშები კვირაში სამჯერ, რომელსაც ჩაატარებს პროფესიონალი მწვრთნელი. აგრეთვე დროდადრო ჩატარდება სხვადასხვა სახის ჩემპიონატები (უბნებს, სხვადასხვა სამსახურებს შორის და ა. შ.) გარდა მოყვარულებისა, აღნიშნული აქტივობებით დაინტერესდებიან ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებიც თავისმხრივ მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.
პროექტისათვის მთავარი არის ერთი სტადიონის გამოყოფა, რომელიც ტერიტორიულად ქალაქის ცენტრში იქნება. თუ აღნიშნული სტადიონი იქნება ქალაქის მერიის დაქვემდებარების ქვეშ, მისი დაგირავებისათვის თანხა აღარ იქნება საჭირო.
კომენტარები