იდეის ნომერი: 20118
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ანრი თედორაძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-17
განხორციელების ვადა (მდე): 2021-12-15
ბიუჯეტი: 5000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ბათუმის ქოლგები

100

5

ბათუმის ქოლგები

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანი არის ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი, ამ იდეით გვინდა უფრო სახალისო გავხადოთ ბათუმის ცხოვრება, უფრო მრავალფეროვანი და რაც მთავარია დავეხმაროთ მოქალაქეებს წვიმიან ამინდში გადასაადგილებლად.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ პროექტი რომელსაც ეხლა მე წარმოგიდგენთ ეს პროექტი არის უკვე განხორციელებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელწოდებით ,,ბსუ-ს ქოლგები" იდეა განახორციელეს სტუდენტებმა(ანრი თედორაძე, ანა კაკაბაძე, ლინდა კილაძე, ნიკა მამულაძე და ანა ზოიძე). პროექტი რეალური ახსნა ძალიან მარტივია, ჩვენ შევქმენით ქოლგები, რომლებსაც სტუდენტები და არამარტო სტუდენტები გამოიყენებენ წვიმიან ამინდში და შემდეგ უკანვე დააბრუნებენ, უნივერსიტეტში ამ ყველაფერს დაცვის პოლიცია აკონტროლებს, ხოლო რაც შეეხება ბათუმის ქუჩებს აქ მიზანშეწონილი იქნება დაიდგას ქოლგების აპარატი, ეს უნდა იყოს სპეციფიკური ქოლგა ბათუმის ლოგოთი, რომლებსაც ნებისმიერი მოქალაქე გამოიყენებს, მიტ უმეტეს ისეთ ქალაქში,სადაც წვიმა ყოველდღიურობის ნაწილია. ქვემოთ აღნიშნული პროექტის ვიდეოსაც ავტვირთავ. შესაბამისად ამ იდეის ავტორები ვართ ჩვენ სტუდენტები, გვინდა რომ ჩვენს მიერ განხორციელებული პატარა პროექტი უფრო ფართომასშტაბიანი გავხადოთ. კერძოდ, ვიცით რომ ბათუმი წვიმიანი ქალაქია შესაბამისად, ქუჩებში ქოლგების აპარატის დადგმა სახასიათო ლოგოთი, (ჩვენს პროექტში ასეთი ლოგო გვქონდა მოფიქრებული რომელსაც ვიდეოში იხილავთ.) ვფიქრობ ერთიორად გაალამაზებს ბათუმის ცხოვრებას და უფრო მეტ ხალისს შესძენს წვიმიან დღეებს. პ.ს ვიდეოს თუ დამიკავშირდებით მეილზე გამოგიგზავნით,რადგან ქვემოთ მოცემულ ველში ვერ ვტვირთავ.
მოსალოდნელი შედეგი:
აქ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი აპარატები მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში დგას, საქართველოსთვის და ბათუმისთვის ეს პროექტი პირველი პრცედენტი იქნება, შესაბამისად ყოველივე ეს დაეხმარება ჩვენს ქალაქს პოპულარიზაციაში. ყოველივე ამას რომ თავი დავანებოთ თავად ბათუმის მოქალაქეებიც ხომ კმაყოფილები იქნებიან ამით და ბათუმის ცხოვრებაც უფრო მეტად გამრავალფეროვნდება.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდე ატარებს კომერციულ ხასიათს, აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

  1. 2021-10-06 12:34:37 მამუკა დარჩია

    სასურველია დაზუსტდეს შემდეგი საკითხები: 1) როგორი უნდა იყოს ქოლგების აპარატები, ვინ და რა სახსრებით უნდა უზრუნველყოს შემდგომში მათი ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა და საჭიროებისას შეკეთება; ხომ არ საჭიროებს დენის წყაროს, ვინ უნდა გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგია და ა,შ, 2) რა მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი ქოლგების არამართლზომიერი მითვისება (დაუბრუნებლობა) ან დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ( უნივერსიტეტში ეს შედარებით მარტივია- სტუდენტი იდენტიფიცირებადია და დაცვის პოლიციაც აკონტროლებს დარუნებას). 3) სასურველია დეტალიზებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო