#20150 ბათუმის სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბება
პროექტის მიზანია, ქ. ბათუმში გაჩნდეს ახალგაზრდებისათვის სამაგიდო თამაშების კუთხე, სადაც ახალგაზრდები, და არამარტო, სხვა დაინტერესებული პირები, უფასოდ შეძლებენ:
ა) საინტერესო სამაგიდო თამაშების თამაშის სწავლებას; ბ) სამაგიდო თამაშების თამაშს, ათვისებას; მათ შესახებ ინფორმაციის მიღებას; გ) შემეცნებითი სამაგიდო თამაშების თამაშით სასარგებლო უნარების გამომუშავებას; დ) მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლების გაცნობას; ე) ჯანსაღი, ალტერნატიული გართობის საშუალებისათვის სივრცის შექმნას.
ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აქვე აღვნიშნავ, რომ „სამაგიდო თამაშებში“ არ იგულისხმება ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აზარტული, მომგებიანი ან სხვა თამაშობები, არამედ გასართობი (როგორიცაა მაგალითად ჭადრაკი, Settler of catan ა.შ), შემეცნებითი, მათ შორის ისტორიული ხასიათის მატარებელი სამაგიდო თამაშები, რომლებიც ეხმარება მოთამაშეს კოგნიტური, სოციალური, მახსოვრობის, ლიდერობის, მოლაპარაკების უნარების და სხვა აუცილებელი თვისებების გამომუშავებაში.