განმარტება:
აპლიკაცია არ არის სრულყოფილად შევსებული (არ არის შერჩეული ლოკაციები, არაა მითითებული რაოდენობა და ა.შ.) - დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტი, გარდა. ამისა აღსანიშნავია, რომ "ჭკვიანი შუქნიშნები" ქ. ბათუმში განთავსებულია 14 ლოკაციაზე, მაგრამ ვერ მოხერხდა მათი სრული ფუნქციური დატვირთვით მუშაობა, ვინაიდან არ არის შექმნილი ერთიანი მართვის სისტემა (ITC), ბათუმის მუნიციპალიტეტი სამომავლოდ გეგმავს ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის (ITC) განვითარებას, რისთვისაც საწყის ეტაპზე საჭიროა შესაბამისი ტექნიკური კვლევების ჩატარება, აქედან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიებები ჯერ არ არის დაწყებული, მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე ჭკვიანი შუქნიშნის განთავსება (ერთიანი ხედვის და სხვა ღონისძიებებთან კავშირის გარეშე) 2022 წლისთვის მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.
კომენტარები