იდეის ნომერი: 20124
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლევან ტაკიძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-23
განხორციელების ვადა (მდე): 2022-09-23
ბიუჯეტი: 85000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

აჭარული ხაჭაპურის ძეგლი

1

85000

აჭარული ხაჭაპურის ძეგლი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია რომ გამოვხატოთ პატივისცემა ჩვენი კულინარიული კულტურის მიმართ და ამავდროულად გავზარდოთ ამ კერძის ცნობადობა ჩვენი ქვეყნის სტუმრებში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
აჭარული ხაჭაპური ეს არის ის კერძი, რომელიც აჭარაში ჩამოსულ ნებისმიერ სტუმარს გააოცებს თავისი გემოთი. აღსანიშნავია რომ ამ კერძს თავისი ისტორია გააჩნია, რომელიც ჩვენი რეგიონის გეოგრაფიულ მდებარეობასთან და ამ რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობასთანაა კავშირში. ვფიქრობ საკმაოდ ობიექტური იქნება თუკი ჩვენს კულტურას დავდებთ პატივს და ბათუმში თვალსაჩინო ადგილას დავდგამთ ამ კერძის ძეგლს.
მოსალოდნელი შედეგი:
ჩვენს ქლაქს შეემატება მისი ისტორიისა და კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლი. გარდა ამისა იგი გახდება ჩვენი ქალაქისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი
განმარტება:
"იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ განაცხადის ფორმა სრულყოფილად არ არის შევსებული. ამასთან, არ არის დაზუსტებული იდეა/პროექტის დეტალები (მათ შორის - ძეგლის განთავსების ადგილი, პარამეტრები, ხართაღრიცხვა და სხვა). შესაბამისად, იდეის განხორციელებადობა გამარჯვების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამავდროულად, ბათუმში ნებისმიერი სახის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დადგმა - არ დადგმის მიზანშეწონილების განსაზღვრა წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია) და ""მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების, ობელისკების, მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული ქანდაკებების და სკულპტურის განთავსების ადგილის შერჩევის ან/და ამ ობიექტების განთავსების ზოგადი კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის"" პრეროგატივას - იმპერატიულ ნორმას/უფლებამოსილებას (მათი თანხმობის/შეთანხმების გარეშე, არ ხდება ძეგლის (ან სხვა) განთავსება) და შესაბამისად, აუცილებელია/სასურველია მათი მოსაზრებების გათვალისწინება თავშივე."

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო