იდეის ნომერი: 20131
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: აჩიკო გაბაიძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-01-10
განხორციელების ვადა (მდე): 2022-05-26
ბიუჯეტი: 100000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

მუნიციპალური საპირფარეშოს მშენებლობა

2

40000

მუნიციპალური საპირფარეშო

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია უფრო კომფორტული გახადოს ქალაქში გადაადგილება. ადამიანს შესაძლებლობა ქონდეს გაატაროს თუნდაც მთელი დღე გარემოში გარეთ ისე რომ არ შეაწუხოს ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებებმა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი შეეხება რამდენიმე მუნიციპალური საპირფარეშოს მშენებლობას ქალაქ ბათუმში, ისეთ ადგილებში სადაც მსგავსი სერვისი არ არის ან თუნდაც შორსაა. მსგავსი სერვისი უკვე არსებობს ქალაქ თბილისში და საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულია, როდესაც ქალაქის უმრავლეს წერტილში ადამიანს შეუძლია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ან თუნდაც ჰიგიენის დაცვა. აუცილებელია ეს პუნქტები განლაგდეს ქალაქის მოძრავ ადგილებში, სადაც ხალხის მობილობა მაღალია. არ არის საკმარისი ბულვარში არსებული მსგავსი დაწესებულებები.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგად მარტივი ხდება ქალაში კომფორტულად გადაადგილება, ადამიანებს აღარ მოუწევთ სხვადასხვა კაფეებსა თუ რესტორნებში შერბენა და უხერხულ სიტუაციაში თავის ჩაგდება. ასევე მსგავსი პუნქტების გამოყენებით სახელმწიფოს შეეძლება საკუთარი ან თუნდაც კომერციული რეკლამების განთავსება, როგორც გარე ისე შიდა კედლებზე, რაც პოლიფუნქციურს ხდის ამ პროექტს.

კომენტარები

  1. 2021-10-06 12:46:57 მამუკა დარჩია

    საკითხი აქტუალურია. სასურველია დეტალური ხარჯთაღრიცხვისა და შემდგომი ექსპლუატაციის პირობების დაზუსტება (მოვლა-პატრონობა, კომუნალური მომსახურება და ა.შ.)

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო