პროექტის მიზანი:
ქალაქის მაცხოვრებლებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის ახალი ფორმატის კულტურული დასვენების შეთავაზება-შექმნა.
პროექტს აქვს გასართობი, საექსკურსიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის, ხელს უწყობს ახალგაზრდობის შემოქმედებით განვითარებას.
ბათუმში ტურიზმის პოპულარიზაცია ახალი გართობების ხარჯზე.
კულტურის, არასტანდარტული ხელოვნებისა და შემოქმედების პოპულარიზაცია.
ქალაქის ნაცნობი ქუჩების სხვა კუთხით (რაკურსით) დანახვის საშუალება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ზაფხულის სეზონზე ტურისტული ნაკადი ბათუმში ყოველწლიურად მატულობს, კულტურული დასვენება და არატრადიციული გართობა (გასართობი) ქალაქში არასაკმარისადაა წარმოდგენილი, ქალაქს აკლია.
ჩვენ გთავაზობთ ახალი ფორმატის ყოველდღიურ თეატრალიზებულ ღონისძიებებს, რომლებიც მოიცავს სპექტაკლის ელემენტებს, ქალაქში გასეირნებას, თამაშებსა და კვესტებს, რაც გათვლილი იქნება 20 კაციან ჯგუფებზე.
მოკლე აღწერა, როგორ წარმოგვიდგენია: ბილეთის შეძენა გასეირნებისთვის შესაძლებელია პროექტის ოფიციალურ საიტზე, პროექტის განხორციელება დაგეგმილია ყოველდღე 18.00 საათზე და მისი ხანგრძლივობა 1,5 საათს შეადგენს. ქალაქის მარშრუტის საწყის წერტილზე (შეხვედრის ადგილი: აჭარის ხელოვნების მუზეუმი) პროექტის მონაწილეებს ურიგდებათ ყურსასმენები, რომლებშიც ჩამონტაჟებულია აუდიოპლეერი და ინსტრუქცია-გაყვნენ ხმას. ჯგუფი მიყვება ხმას, რომელიც კარნახობს წინასწარ შედგენილ მარშრუტს და გადაადგილდება 1,5 საათის განმავლობაში ანბანის კოშკამდე. ყურსასმენებში ისმენენ კომენტარებს ირგვლივ არსებული ობიექტებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ და პროექტის მონაწილეების თვალში, ქალაქი -დეკორაციებად, ხოლო გამვლელები- მსახიობებად გადაიქცევა. სპექტაკლის სიუჟეტი ადამიანებისა და გარე სამყაროს ურთიერთობის შესახებ მოუთხობს და სპექტაკლის მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა ქალაქს სულ სხვა თვალით შეხედოს და ახალი ემოციებით დაიტვირთოს. სცენარი წინასწარ არის გაწერილი მარშრუტის ყველა წერტილზე, ხმა ჩაწერილია. ღონისძიება სამ ენაზე: ქართულზე, რუსულზე და ინგლისურზე მიმდინარეობს. ჯგუფს მეგზურობას უწევს პროექტის თანამშრომელი, წვიმიან ამინდში საწვიმრები გაიცემა. დღეისთვის სცენარზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. პროექტზე მუშაობა ი. ჭავჭავაძის სახელობის თეატრის რეჟისორთან ერთად მიმდინარეობს.
მოსალოდნელი შედეგი:
ქალაქის.
ღონისძიების ჩატარება მუდმივ საფუძველზე ყოველწლიურად ზაფხულის პერიოდში.
ქალაქის კულტურულ-გასართობი სფეროს განვითარება.
მოქმედი კომპანია (კომერციული საქმიანობით მიღებული გადასახადების გადახდა, სტუდენტებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა ზაფხულის სეზონზე).
კომენტარები