იდეის ნომერი: 20135
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლიკა კუცია
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-27
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-27
ბიუჯეტი: 69000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

გაზქურა

1

1500

სამუშაო მაგიდა

2

500

მაცივარი

3

3000

ღუმელი

1

2000

ფრის აპარატი

1

300

დანა

10

50

კოვზი/ჩამჩა

15

20

დაფა

5

60

ქვაბი

4

125

თარო

3

200

წვრილმანი ინვენტარი

1

3000

დარბაზის მაგიდა

15

400

სკამი

60

80

ჭურჭლის კარადა

2

200

წიგნების კარადა

1

1000

სამაგიდო თამაშები

10

100

სერვისის ჭურჭელი

1

3000

პროექტორი და ეკრანი

1

2000

ჯამი/კონტეინერი

20

40

შენობის არენდა (6 თვე)

6

3000

პროდუქციის პირველადი მომარაგება

1

10000

მიკროფონი

1

200

დინამიკი

2

750

ფენიქსი

პროექტის მიზანი:
პროექტის მთავარი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს(ინტელექტ კაფის) შექმნა ახალგაზრდებისთვის. ცენტრალურ იდეას წარმოადგენს განვითარება სხვადასხვა ჭრილში. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ქალაქის ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ იდეები, რომელიც მოხდება მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე. ჩვენს მიერ დაგეგმილი კრეატიული და ინოვაციური აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითრეალიზაციასა და თვითგანვითარებას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქში ახალი, ინოვაციური გარემოს შექმნას, რაც თავისმხრივ იმოქმედებს ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებაზე. ბათუმში არ არის ისეთი სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭის წარმოჩენას, თუ არ ჩავთვლით ინტერნეტპლატფორმას. ჩვენი ინტელექტ კაფე ორიენტირებული იქნება უშუალო კომუნიკაციაზე. მომსახურების სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვიბიძგა იმისკენ, რომ აგვერჩია კაფის ფორმატი, რადგან პროფესიული შესაძლებლობები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავატაროთ სამზარეულოს უფასო ტრენინგები და შევუწყოთ ხელი ქართული კულინარიის განვითარებას. ამასთან ერთად კაფის ფორმატი გვაძლევს მრავალმხრივი შესაძლებლობების გამოვლენას. ამ სივრცით ჩვენ შევძლებთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ინტელექტუალურ და პიროვნულ განვითარებასაც. ამის საფუძველი იქნება ისეთი აქტივობები, როგორიცაა მაგალითად : ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა, ნაწარმოებების პრეზენტაცია, მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი:
ეს სივრცე გაუძლებს დროს და შეძლებს თავისუფალი და მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებების ჩამოყალიბებას, რაც თავისმხრივ დადებითად იმოქმედებს ქალაქის მომავალზე.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეა ატარებს კომერციულ ხასიათს, გულისხმობს ინტელექტ კაფის შექმნას ახალგაზრდებისათვის, იდეა სცილდება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, მოცმეული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო