პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქალაქ ბათუმში არის უამრავი ეზო,რომლებშიც შესვლა არ მოგინდება ან არ არის მომხიბვლელი. ჩამოყალიბდა ერთი იდეის შემავსებელი ახალგაზრდების ხელოვანთა ჯგუფი, ვისაც გვსურს მოვაწესრიგოთ, მოვხატოდ და გამოვაცოცხლოდ ბათუმის ეზოები.
1) მოწესრიგება - ამორჩეული ეზოს ერთჯერადი დასუფთავება, მწყობრში მოყვანა.
2) კედლის მოხატვა - ფერადი მოხატული ეზო ყველა ბავშვს აბედნიერებს ზრდასრულებთან ერთად. ქუჩის მხატვრობა ჩანს თუ როგორი პოპულარულია მსოფლიოში და ბათუმში ჩამოსული ტურისტი აუცილებლად დააფასებს მაშტაბურად მოწესრიგებულ ეზოებს ხელოვნებასთან შერწყმით. აგრეთვე შესაძლოა დაიხატოს "კლასობანა" და მსგავსი ტიპის თამაშები, რათგან პატარემბს ჰქონდეთ ინტერესი ჯანსაღი და სპორტული თამაშების მიმართ.
3) ვიდეო ოპერატორი - რომელიც გადაიღებს ყველა ეზოს რომელიც აღსადგენია და აღდგენის შემდეგ, პროფესიონალურად დაამონტაჯებს მას. საბოლოო ჯამში გაკეთდება ვიდეო რგოლი, რის მეშვეობიტაც სწრაფად დაინახავს მნახველი თუ როგორ შეიცვალა ქალაქი ბათუმი!
კონკრეტული ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგ გვეძლევა შესაძლებლობა გავაგრძელოთ პროექტი დარჩენილ ეზოებში სპონსორების დაინტერესებით და დახმარებით.
მაგალითი: ფოტოზე ნაჩვენებია ერთერთი ეზო რომელშიც არის ხელნაკეთი თვითმფრინავების კონსტრუირების წრე, რომელიც არ აღინიშნება მთავარი გზიდან. შესაძლოა ბევრ ბავშვს ჰქონდეს ინტერესი ამ ხელობის მიმართ, მაგრამ არ მიეწოდებოდეს ინფორმაცია ან მშობელმა არ გაუშვას ბავშვი სასწავლებლად ეგეთი ეზოს შემყურე.
კომენტარები