პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია, ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით, გადასაყრელად განკუთვნილი, მაგრამ საკვებად ან გამოსაყენებლად ვარგისი, პროდუქტების მოთავსება ცალკე , იზოლირებულ, წვიმისგან და ქარისგან დაცულ ე.წ. ბოქსებში (ჰიგიენური და უსაფრთხოების ზომების დაცვით) , რომლებიც იქნება რამდენიმე განყოფილებიანი, განკუთვნილი საკვებისთვის, ტანსაცმლისა და სხვა საოჯახო ნივთებისათვის. აუცილებელია, იყოს გამჭვირვალე კარებისაგან და მიწაზე მყარად დამაგრებული, შესაბამისი მიმანიშნებელი წარწერით ( სიკეთე გადამდებია ან "მადლი ჰქენი, ქვას დადევი"), ისინი განთავსდება ნაგვის ურნების მიმდებარედ ან შორიახლოს, სოციალურად დაუცველი და უმწეო ადამიანების დასახმარებლად.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი ითვალისწინებს სახურავიანი ლითონის ან პლასტმასის ფერადი ბოქსების დამზადებას და ბათუმის ქუჩებში განთავსებას, რომელსაც ექნება გამოსაღები ღია გამჭვირვალე კარი და თაროები , პირამიდისებური სახურავი, ბოქსების ზომები : 100x90x60.
ბოქსის მასალა : კვებისთვის უსაფრთხო პლასტმასი ან ლითონი, გარედან შეღებილი.
ბოქსის რაოდენობა განისაზღვრება მჭიდროდ და არამჭიდროდ დასახლებული უბნების საჭიროებებიდან გამომდინარე, საწყის ეტაპზე - 100 ცალი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება რაოდენობის გაზრდაც. 100 ბოქსის დასამზადებლად ვვარაუდობთ 20 000 ლარს ( თითო ბოქსის ღირებულება საშუალოდ 200 ლარი), ხოლო მათი დამონტაჟება სავარაუდოდ განისაზღვრება 10 000 ლარით.
იდეა ჰუმანურია და კეთილშობილი, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კერძო მცდელობები უკვე იყო ბათუმში, თუმცა სამწუხაროდ მოკლეხნიანი აღმოჩნდა (მრავალი სიუჟეტიც მიეძღვნა მასმედიაში). აღნიშულის გათვალსიწინებით, რამდენად გონივრულია ასი ერთეულის დამზადება და განთავსება. ?!