იდეის ნომერი: 20142
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ვერა ძველაია
განხორციელების ვადა (დან): 2022-01-01
განხორციელების ვადა (მდე): 2021-12-31
ბიუჯეტი: 30000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ფერადი ბოქსები სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად

100

200

ფერადი ბოქსები სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია, ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით, გადასაყრელად განკუთვნილი, მაგრამ საკვებად ან გამოსაყენებლად ვარგისი, პროდუქტების მოთავსება ცალკე , იზოლირებულ, წვიმისგან და ქარისგან დაცულ ე.წ. ბოქსებში (ჰიგიენური და უსაფრთხოების ზომების დაცვით) , რომლებიც იქნება რამდენიმე განყოფილებიანი, განკუთვნილი საკვებისთვის, ტანსაცმლისა და სხვა საოჯახო ნივთებისათვის. აუცილებელია, იყოს გამჭვირვალე კარებისაგან და მიწაზე მყარად დამაგრებული, შესაბამისი მიმანიშნებელი წარწერით ( სიკეთე გადამდებია ან "მადლი ჰქენი, ქვას დადევი"), ისინი განთავსდება ნაგვის ურნების მიმდებარედ ან შორიახლოს, სოციალურად დაუცველი და უმწეო ადამიანების დასახმარებლად.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი ითვალისწინებს სახურავიანი ლითონის ან პლასტმასის ფერადი ბოქსების დამზადებას და ბათუმის ქუჩებში განთავსებას, რომელსაც ექნება გამოსაღები ღია გამჭვირვალე კარი და თაროები , პირამიდისებური სახურავი, ბოქსების ზომები : 100x90x60. ბოქსის მასალა : კვებისთვის უსაფრთხო პლასტმასი ან ლითონი, გარედან შეღებილი. ბოქსის რაოდენობა განისაზღვრება მჭიდროდ და არამჭიდროდ დასახლებული უბნების საჭიროებებიდან გამომდინარე, საწყის ეტაპზე - 100 ცალი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება რაოდენობის გაზრდაც. 100 ბოქსის დასამზადებლად ვვარაუდობთ 20 000 ლარს ( თითო ბოქსის ღირებულება საშუალოდ 200 ლარი), ხოლო მათი დამონტაჟება სავარაუდოდ განისაზღვრება 10 000 ლარით.
მოსალოდნელი შედეგი:
1. სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესება; 2. ქალაქის იერსახის მოწესრიგება; 3. გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება და ნარჩენების შემცირება; 4. სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა საზოგადოებაში; 5. ცნობიერების ამაღლება და თანაქალაქელთა ჩართვა სიკეთის კეთებაში.
განმარტება:
იდეის განხორციელება ვერ უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის დაცვის საკითხს, შესაბამისად იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

  1. 2021-10-06 12:54:09 მამუკა დარჩია

    იდეა ჰუმანურია და კეთილშობილი, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კერძო მცდელობები უკვე იყო ბათუმში, თუმცა სამწუხაროდ მოკლეხნიანი აღმოჩნდა (მრავალი სიუჟეტიც მიეძღვნა მასმედიაში). აღნიშულის გათვალსიწინებით, რამდენად გონივრულია ასი ერთეულის დამზადება და განთავსება. ?!

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო