განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ განაცხადის ფორმა სრულყოფილად არ არის შევსებული, წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის იდეა პარკირებისთვის მრავალსართულიანი შენობების აშენების შესახებ, სადაც არ არის მითითებული ლოკაცია, ხარჯთაღრიცხვა ან სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელი იდეის პროექტად ჩამოყალიბების და მისი შემდგომი განხორციელებისათვის, აქედან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „ განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული“. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.
კომენტარები