იდეის ნომერი: 20144
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თორნიკე გოგუა
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-29
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-29
ბიუჯეტი: 65000

P-IN

პროექტის მიზანი:
უფრო მეტი თავისუფალი სივრცე
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
აშენდეს მრავალ სართულიანი შენობები პარკინგისთვის, რომ ზებრაზე, ტროტუარზე და ზოგადად ქუჩაში აღარ იყოს მანქანა და განთავისუფლდეს სივრცე. ასევე დაემატოს ველო ბილიკები ან თუნდაც სქროლ (Scroll) ბილიკები.
მოსალოდნელი შედეგი:
უფრო მეტი თავისუფალი ადგილი
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ განაცხადის ფორმა სრულყოფილად არ არის შევსებული, წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის იდეა პარკირებისთვის მრავალსართულიანი შენობების აშენების შესახებ, სადაც არ არის მითითებული ლოკაცია, ხარჯთაღრიცხვა ან სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელი იდეის პროექტად ჩამოყალიბების და მისი შემდგომი განხორციელებისათვის, აქედან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „ განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული“. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო