იდეის ნომერი: 20145
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ქრისტინე ხარატი
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-29
განხორციელების ვადა (მდე): 2022-03-28
ბიუჯეტი: 100000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

აპარატი

1

60000

ფასიანი ბინოკლები

2

40000

აეროპარკი

პროექტის მიზანი:
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმის აეროპორტი თავისი განლაგებით გვაძლევს შესაძლებლობას, თვითმფრინავის დაჯდომის დროს ძალიან ახლოს ვნახოთ დაფრენის პროცესი, ასაფრენ ბილიკს ზღვის მხიდან ესაზღვრება ბულვარის ზოლი, სადაც სულ იკრიბება ტურისტები, იმისათვის რომ ახლოდან ნახონ დაჯდომის პროცესში. გვინდა რო მოეწყოს სკვერი ამ ადგილას. ასევე განვათავსოტ აპარატი, რომელიც ფულის ჩაგდების შემდეგ მიჩვენებს მომდევნო 10 წუთში მოვა თუ არა თვითმფრინავი. ასევე მკონდეს შესაძლებლობა შევამოწმო მომდევნო 1 საათში რამდენი თვითმპრინავი დაჯდება. თუ მინდა 24 საათიანი გრაფიკი.
მოსალოდნელი შედეგი:
აპარატი შემოიტანს ფულს ბიუჯეტში, ასევე კარგი გასართობი იქნება ტურისტებისთვის და შევქმნით კიდევ ერთ გასართობ ადგილს ქალაქში.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ ტერიტორია რომელზეც იდეის ფარგლებში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. აქედან გამომდინარე „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ვ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს გარკვეული სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის შესაძლებელი პარკის მოწყობა, შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო