განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ ტერიტორია რომელზეც იდეის ფარგლებში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. აქედან გამომდინარე „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ვ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს გარკვეული სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის შესაძლებელი პარკის მოწყობა, შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.
კომენტარები