ჩააგდე გამოყენებული ბოთლი და მოიგე 20 თეთრი
პროექტის მიზანი:
აღნიშნულ პროექტს აქვს 2 დადებითი მხარე:1) აპარატები დაგვეხმარებიან ნარჩენების მართვის კუთხით, ანუ პლასტმასისა და შუშის ბოთლების გადამუშავებას შეუწყობენ ხელს ( შუშისა და პლასტმასის ბოთლები ძალზედ ანაგვიანებენ გარემოს და წყალს) რაც შესაძლებელს გახდის მათ ხელმეორედ გამოყენებას.
2) სოციალური კუთხის მხვრივ: სოციალურად დაუცველი ან უსახლკარო ადამიანი შეძლებს ( ბოთლების მოგროვების შემდგომ) დღეში მინიმალური კვებითი რაციონისთვის საჭირო თანხა შეაგროვის,რაც ნამდვილად პოზიტიური და სასიხარულოა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
არსებული აპარატები დგას ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ ქალაქში, მათი საწყისი ღირებულება არ არის ძვირი, არც ტექნიკურადაა რთული სამართავი,ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ შეძლებისდაგვარად ბათუმში( ცენტრალურ და გარე უბნებში) დაიდგმება ჯამში 8 ან 10 აპარატი, ეს ნამდვილად დიდი მიღწევა იქნება ქალაქისთვის. აპარატის საწყისი ღირებულება შეადგენს 4 000 ამერიკულ დოლარს, ამას ემატება ტექნიკური მოვლის ხარჯი( ხურდებით აპარატის შევსება)
მოსალოდნელი შედეგი:
1) ნაკლებად დაწინაურებული გარემო ნარჩენებით.
2) ხელმეორედ გადამუშავებული ბოთლები.
3) შედარებით გამარტივდება სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანების დღიური ცხოვრება.
4) ბათუმი იქნება 1 ლი ქალაქი კავკასიაში,სადაც აღნიშნული აპარატები დაიდგმება.
განმარტება:
განაცხადის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ იდეის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებს, აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. აქვე აღსანიშნავია, ის გარემოება რომ მიმდინარე მუნიციპალიტეტის მიერ იწყება მუშაობა 2022 – 2026 წლების ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმაზე, რა დროსაც შესაძლებელია განხილული იქნას აღნიშნული იდეა.
იდეა საინტერესოა, სახალისოც და სასარგებლოც. ამავდროულად აუცილელებია დატალური ხარჯთაღრიცხვისა და ბიზნესპროექტის წარმოდეგნა, ვინ უნდა უზრუნველყოს აპარატების მიმდინარე მოვლა-პატრონობა, მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის გადახდა, შეკეტება, საიდან უნდა გამოიყოს წამახალისებელი ფულადი რესურსი ( ბოთლზე 20 თეთრი). სინტერესო იქნება პლასტმასების გადამამუშვებელი საწარმოს იდეასთან ერთობლიობაში განხილვა.