პროექტის მიზანი:
1. შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის ხელის შეწყობა;
2. შშმ ბავშვებში თვითრწმენის და მოტივაციის ამაღლება;
3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
4. მშობლების თვითრწმენის და მოტივაციის ამაღლება;
5. სიყვარულის გაზიარება;
6. მშობლების ჩართულობა;
7. ემოციების გადმოცემა ფოტოპორტრეტის საშუალებით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ფოტო-თერაპია ეს არის ახალი გამოწვევა და ხელს შუწყობს შშმ პირების ფართო საზოგადოებაში ინტეგრირებას საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ფოტოპორტრეტის საშუალებით შშმ ბავშვებს შეუძლიათ გადმოსცენ ემოციები, გაუგზავნონ საზოგადოებას მესიჯი ,,დამინახე სიყვარულით“, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება უნდა იყოს მიმღებელი და არა შემბრალებელი. ფოტოსურათის თემა თავისუფალია. განისაზღვრება ბენეფიციარების მესიჯიდან გამომდინარე. კონკურსის მოთხოვნა არის მშობლის ჩართულობა. (იხ. დანართი 1. ფოტო-თერაპიის ნიმუშები).
პროექტი ემსახურება სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებს როგორიცა: დაუნის სინდრომი, აუტიზმის სპექტრი, ინტელექტუალური დარღვევა, მხედველობის დარღვევა და ა.შ.
ფოტო სესიების ჩატარების ადგილად განისაზღვრება ღია სივრცეები, როგორიცაა: ზღვისპირა ბულვარი, 6 მაისის პარკი, ზღვის სანაპირო და სხვა ღია სივრცეები. პროექტი უზრუნველყოფს ბენეფიციარების გადაადგილებას სახლიდან ფოტოსესიის ადგილამდე და უკან. ტრანსპორტის ხარჯი გათვალისწინებულია ბიუჯეტში (დღიური ანაზღაურებით) (იხ. ბიუჯეტი-ადამიანური რესურსი) და მომსახურების ვადა შეადგენს 20 დღეს.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 4 წლიდან ასაკის, რაც ხელს შეუწყობს მათ დამეგობრებას. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. აპრილი და მაისის თვეში დაიწყება ფოტოსესია და 1 ივნისს მოეწყობა ფოტო გამოფენა ღია სივრცეში, (სავარაუდო ადგილი: ბათუმის ზღვის პირა ბულვარი, 6 მაისის პარკი და სხვა).
ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები:
მშობლის და ბენეფიციარის წერილობითი სურვილის მიხედვით;
ბენეფიციარი არ უნდა ავლენდეს აგრესიას სხვის და საკუთარი თავის მიმართ;
უნდა იყოს 4 წლის და ზევით ასაკის;
კონკურსის პირობები: ფოტოები განლაგდება facebook - სპეციალურ გვერდზე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება (ლინკის საშუალებით) გადავიდეს შესაბამის გვერდზე და ხმა მისცეს მისთვის სასურველ ფოტოსურათს. მონაწილეების რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 40 ბენეფიციარს. გამოვლინდება 10 გამარჯვებული ფოტო და გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი, ზედ დართული პროექტის ლოგოთი. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა დაბეჭდილი ფოტოსურათი და მონაწილეობის სერთიფიკატი. კონკურსი იქნება გამჭირვალე და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გამოცხადდება გამარჯვებული ფოტო და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. ყველა მსურველს ექნება საშუალება დაინახოს შშმ ბავშვების სახეებით გადმოცემული ემოცია.
პროექტის სრულყოფის მიზნით და მისი ხარისხის შენარჩუნებისთვის ( შშმ ბავშვებთან მუშაობის დროს წარმოიქმნება დამაბრკოლებელი წინაღობები მაგ: ბავშვების დაუმორჩილებლობა, ემოციური ფონის გამოვლენა, ხასიათის მიხედვით მუშაობა და სხვა.) მოწვეული იქნებიან შშმ ბავშვებთან მომუშავე და ტერიტორიის დეკორაციის დამხმარე სპეციალისტები, იურისტი, რომლის საქმიანობას წარმოადგენს: მშობლებთან თანხმობის წერილების, თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და სხვა იურიდიული საკითხების მოგვარება.
ადამიანური რესურსი და დაფინანსება:
1. პროექტის ხელმძღვანელი
2. ფოტოგრაფი
3. დეკორაციის ასისტენტი - 2 ადამიანი
4. ბენეფიციარების დამხმარე ასისტენტი - 2 ადამიანი
5. იურისტი
თითოეული თანამშრომელი მიიღებს თვიურ ანაზღაურებას (ორი თვის განმავლობაში). ანაზღაურება მოხდება ყოველი თვის ბოლოს არაუგვიანეს 27 რიცხვისა.
პროექტის პოპულარიზაციისთვის, ხარჯთაღრიცხვის ფორმაში შერჩეულია ტექნიკა (ფოტოაპარატი და ლეპტოპი, განათება), რომელიც უზრუნველყოფს ფოტომასალის ხარისხს. ინფორმაცია გაშუქდება ადგილობრივ ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში. ასევე მსოფლიო მასწავლებლების პლატფორმაზე - eTwinning (პროექტის მოკლე აღწერილობით).
პროექტთან დაკავშირებული რისკები: კოვიდ ინფიცირების შემთხვევაში მშობლის მომართვის საფუძველზე ბენეფიციარის ვერ გამოცხადება. (პროექტის მსვლელობის დროს გათვალისწინებული იქნება ყველა აუცილებელი რეგულაცია და რეკომენდაცია, კოვიდ ინფიცირების თავიდან აცილებ)ის მიზნით).
მოსალოდნელი შედეგი:
შშმ ბავშვებს აუმაღლდებათ თვითრწმენა და მოტივაცია. ისინი შეძლებენ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები ფართო საზოგადოების წინაშე და გაზარდონ მშობლების ჩართულობა მათ ცხოვრებაში. ფოტოკონკურსი გამოიწვევს ფოტოგრაფების დაინტერესებას და შესაძლებელია ბენეფიციარების ფოტომოდელებად ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს მათ სამომავლო საქმიანობას.
კარგიი იდეა წარმატებებიი ამ იდეას