იდეის ნომერი: 20154
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ნატალია ფუტკარაძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-03-13
განხორციელების ვადა (მდე): 2022-09-30
ბიუჯეტი: 43000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ქვასადგამი (კვარცხლბეკი )

1

7000

მოდელი თაბაშირით

1

20000

მოდელის ტრანსპორტიტება

1

1000

ბრინჯაო

300

50

მადლობა სიცოცხლისათვის

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია წარმოდგენილი იდეით მადლობა გადავუხადოთ მედიკოსებს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში მიმდინარე აქტუალური თემა არის კოვიდ-19 და თანმდევი გამოწვევები, ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და მსოფლიო მედიცინის პერსონალი მუხლჩაუხრელად შრომობს და იბრძვის თითოეული ინფიცირებულის სიცოცხლის გადასარჩენად, ისინი ყველაფერს აკეთებენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და საკუთარი პირადი ცხოვრების გვერდზე გადადების ხარჯზე, მათ იზოლაციის საშუალებაც კი არ აქვთ, მითუმეტეს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნვის უფლება. ისინი ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგანან და დარაჯობენ სხვების სიცოცხლეს. წარმოდგენილი იდეით მსურს პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ქალაქ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში (ახალი კორპუსი) დაიდგას მედიკოსი ქალის ქანდაკება, რადგან სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა სტატისტიკური მონაცემებით, ქალი მედიკოსების რაოდენობა ჭარბობს. ქანდაკება დამზადებული იქნება ბრინჯაოსგან, რომელიც დაიდგმება მარმარილოს კვარცხლბეკზე, ( კვარცხლბეკის სიმაღლე 70 სმ, ქანდაკების სიმაღლე 170სმ).
მოსალოდნელი შედეგი:
1. ქანდაკების განთავსება იქნება ერთგვარი მადლიერების ჟესტი გმირი მედიკოსების მიმართ. 2. ქალაქს შეემატება კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი. 3. ქანდაკებას გარდა კულტურულისა ექნება ისტორიული დანიშნულებაც, რადგან ის ასახავს დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, შესაბამისად ეკიპირებული მედიკოსის ძეგლი მომავალ თაობას მუდმივად შეახსენებს 21-ე საუკუნის ეპიდემიისაგან გამოწვეულ დანაკლისსა და ტკივილს.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ არ არის დაზუსტებული იდეა/პროექტის დეტალები (მათ შორის - ძეგლის განთავსების ადგილი, პარამეტრები და სხვა). შესაბამისად, იდეის განხორციელებადობა გამარჯვების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამავდროულად, ბათუმში ნებისმიერი სახის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დადგმა - არ დადგმის მიზანშეწონილების განსაზღვრა წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია) და "მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების, ობელისკების, მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული ქანდაკებების და სკულპტურის განთავსების ადგილის შერჩევის ან/და ამ ობიექტების განთავსების ზოგადი კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის" პრეროგატივას - იმპერატიულ ნორმას/უფლებამოსილებას (მათი თანხმობის/შეთანხმების გარეშე, არ ხდება ძეგლის (ან სხვა) განთავსება) და შესაბამისად, აუცილებელია/სასურველია მათი მოსაზრებების გათვალისწინება თავშივე.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო