პროექტის დასაბუთება და აღწერა:
სსსმ და შშმ მოზარდებს არ აქვთ ტიპური განვითარების მქონე მოზარდების მსგავსად საკუთარი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა, ამიტომ აუცილებელი შეიქმნას ისეთი სივრცე და აქტივობები, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობის პრინციპის დაცვით აღნიშნული თემის შესაძლებლობების რეალიზება.
პროექტის ფარგლებში ჩარტდება 8 პირისპირი და ონლაინ მასტეკლასი, ვორქშოპები და საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ცნობილი სახეები და წარმატებული ადამიანები ჩაუტარებენ პროფესიულ
(არაფორმალურ) შეხვედრას და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს.
პროექტში ჩართული იქნება ბათუმის სხვადსხვა სკოლების მოსწავლეები, რომლებიც გამოიჩენენ სურვილს და შეავსებენ წინასწარ შემუშავებულ სარეგისტრაციო ფორმას.
პროეტში მონაწილეობას მიიღებს სულ 80 მოზარდი, რომლებიც პროექტის ბოლოს მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელ გამოფენაში და გადაეცემათ პროექტში ონაწილეობის დამდასტურებელი სერთიფიკატები.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმში 80-მდე მოზარდი იცნობს და მხარს უჭერს ერთმანეთის შესაძლებლობებს, ახერხებენ საკუთარი ნიჭის წარმოჩენას და საზოგადოებისთვის წარდგენას. არისნ უფრო თავდაჯერებულები და ერთვებიან უფრო აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საზოგადოებისთვის არის ნათელი სსსმ, შშმ და ტიპური განვითარების მქონე მოზარდების თანასწორობა თანაბარ გარემოში.
კომენტარები