ველობილიკი ბათუმში
პროექტის მიზანი:
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჩემი იდეა ჩვენი ქალაქისთვის არის ძალიან საჭირო, ინოვაციური, და მნიშვნელოვანი. ბათუმი არის ევროპის სპორტის დედაქალაქი, ჩვენთან სპორტი ძალიან უყვართ, შედეგად უამრავი მათგანი განვითარდა, მოეწყო სათანადო ინფრასტრუქტურა პირველ რიგში, ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა ბათუმს ჰქონდეს პროფესიონალური დონის, ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისი ველობილიკი, რომელიც დაიწყება საბაგიროს ტერიტორიიდან (ზევიდან ქვევით დაეშვება გზა) ჩვენს ქალაქამდე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ველობილიკი არ იქნება ადაპტირებული მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ მოყვარულ სპორცემენბსაც შეეძლებათ დაკავდნენ სპორტით, ისევერე როგორც ბათუმის ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს.
იდეა თავიდან ბოლომდე ემსახურება, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ველოსპორტის განვითარებას, ახალგაზრდების დაინტერესებას ამ სპორტის მიმართ და ჩვენი ქალაქის სპორტული პროფილის გამრავალფეროვნებას.
ასევე გარემოს დაცვაზეც არის იდეა ორიენტირებული, ევროპული პრაქტიკიდან გამომდინარე იმ ქვეყნებში სადაც ველობილიკების მშენებლობა დაიწყეს და მოახდინეს ამ სპორტის პოპულარიზება საგრძნობლად შემცირდა ავტომანაქნების რაოდენობა ქუჩებში, შესაბამისად გამონაბოლქვიც.
როგორც უკვე აღვნიშნე ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სპორტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ასეთი ველობილიკის აშენების შემდეგ, უკვე ბათუმში შეგვეძლება ჩავატაროთ, როგორც საქართველოს და რეგიონალური ჩემპიონატები, ასევე საერთაშორისო ტუნრირებიც, რადგან ეს სპორტი ბევრ ქვეყანაში არის ძალიან განვითარებული და სიამოვნებით ჩამოვა უამრავი სპორტსმენი და ასევე ტურისტი ჩვენს ქალაქში რათა ასეთი ტიპის ივენთებს დაესწროს. ანუ იდეას აქვს პერსპექტივა, რომ ქალაქს შესძინოს მეტი ტურისტული პერსპექტივა.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტი იქნება რეზონანსული, როგორც უკვე აღვნიშნე, იდეის განხორციელების შემდეგ, უამრავი ახალგაზრდა დაკავდება ჯანსაღი ცხოვრების წესით, მოხდება ამ სპორტის პოპულარიზაცია ჩვენს ქვაყანაში, მოქალაქეებს შეეძლებათ თავისუფალ დროს ბუნებაში ჯანსაღ გარემოში ისეირნონ ველოსიპედებით, გაეზარდოს ჩვენს ქალაქს სპორტულ პროფილი, მეტი ტურისტი შემოვიდეს ბათუმში.
კომენტარები