განმარტება:
ერთი იდეის ნომრით წარმოდგენილია 4 იდეა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით განსაზღვრულ სხვადასხვა კრიტერიუმს, კერძოდ: 1. ავტორი ერთ - ერთი იდეის მიხედვით ითვალისწინებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე პანდა პარკის მოწყობას, მაგრამ იდეის ავტორმა ვერ წარმოადგინა ამ კონკრეტული იდეის სრულყოფილი ვერსია (პანდების ჩამოყვანის, შემდგომი მოვლა-პატრონობის და ხარჯთაღრიცხვის საკითხები). 2. რაც შეეხება განთიადში, 12 სართულიანი შენობების გვერდით, ზღვისპირა სკვერის მოწყობისთვის მითითებულია მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. 3. მახინჯაურში კულტურული ძეგლის ხის რესტორანთან სკვერის მოწყობისთვის მითითებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ქ, ბათუმის მერიას უკვე დაგეგმილი აქვს არსებული სკვერის კერძოდ - ისრაფილ ჯინჭარაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. 4. რესტორან რივიერას მიმდებარე ტერიტორია 300 კვ.მ. ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა შეიცავს კომერციულ ნიშნებს, ხოლო კომერციული იდეების დაფინანსება სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. შესაბამისად პროექტები ვერ აკმაყოფილებს „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს და და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა", „გ.ვ" და "გ,ზ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კომენტარები