იდეის ნომერი: 20156
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ბორის გოგიჩაიშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2021-10-15
განხორციელების ვადა (მდე): 2022-02-28
ბიუჯეტი: 970000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

1. რესტორან რივიერას მიმდებარე ტერიტორია 300 კვ.მ. ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა:

1

30000

{

2. განთიადი 12 სართულიანების გვერდით ზღვისპირა სკვერის კეთილმოწყობა 2000 მ2

1

120000

{

3. მახიმჯაურში კულტურული ძეგლის ხის რესტორანი მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ადრე იყო სკვერი, სკვერის აღდგენა 2000 მ2

1

120000

{

4. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სანერგეს ტერიტორიის ნაკვეთზე სადაც იგეგმება კეთილმოწყობა პანდა პარკის კუთხის მოწყობა.

1

700000

დამატებით ფაილები

ბათუმის სავიზიტო ბარათი

პროექტის მიზანი:
ბათუმის შემოსასასვლელის სავიზიტო ბარათად ქცევა. კეთილმოწყობა და ტურისტული პოტენციალის გაზრდა
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
1. რესტორან რივიერას მიმდებარე ტერიტორია 300 კვ.მ. ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა: - კეთილმოწყობა - ფანჩატური - ნალია - წისქვილი - ურემი - ქვევრები - სკა 2. განთიადი 12 სართულიანების გვერდით ზღვისპირა სკვერის კეთილმოწყობა 2000 მ2 3. მახიმჯაურში კულტურული ძეგლის ხის რესტორანი მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ადრე იყო სკვერი, სკვერის აღდგენა 2000 მ2 4. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სანერგეს ტერიტორიის ნაკვეთზე სადაც იგეგმება კეთილმოწყობა პანდა პარკის კუთხის მოწყობა. საფრანგეთში ერთ წელიწადში პანდა კუთხე მოინახულა 1,5 მლნ ადამიანმა. - ავტობუსების სადგომის მოწყობა - პანდების სახლი ინფრასტრუქურით
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგად ბათუმის შემოსასვლელი შეიძენს ტურისტებისათვის მიმზიდველ სახეს. გაიზრდება ქალაქის შემოსასვლელში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს
განმარტება:
ერთი იდეის ნომრით წარმოდგენილია 4 იდეა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით განსაზღვრულ სხვადასხვა კრიტერიუმს, კერძოდ: 1. ავტორი ერთ - ერთი იდეის მიხედვით ითვალისწინებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე პანდა პარკის მოწყობას, მაგრამ იდეის ავტორმა ვერ წარმოადგინა ამ კონკრეტული იდეის სრულყოფილი ვერსია (პანდების ჩამოყვანის, შემდგომი მოვლა-პატრონობის და ხარჯთაღრიცხვის საკითხები). 2. რაც შეეხება განთიადში, 12 სართულიანი შენობების გვერდით, ზღვისპირა სკვერის მოწყობისთვის მითითებულია მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. 3. მახინჯაურში კულტურული ძეგლის ხის რესტორანთან სკვერის მოწყობისთვის მითითებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ქ, ბათუმის მერიას უკვე დაგეგმილი აქვს არსებული სკვერის კერძოდ - ისრაფილ ჯინჭარაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. 4. რესტორან რივიერას მიმდებარე ტერიტორია 300 კვ.მ. ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა შეიცავს კომერციულ ნიშნებს, ხოლო კომერციული იდეების დაფინანსება სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. შესაბამისად პროექტები ვერ აკმაყოფილებს „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს და და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა", „გ.ვ" და "გ,ზ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო