პროექტის მიზანი:
„პოდკასტ ბათუმის“ იდეის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში რომ ბათუმელი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საპოდკასტე სივრცე, ტექნიკური უზრუნველყოფით, რომელიც თავისუფალ დროს ნებისმიერი მათგანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სივრცეს ასევე ექნება საგანმანათლებლო დატვირთვაც და მოხალისეებსა და სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება, უშუალოდ მუშაობის პროცესში, პრაქტიკაზე დაყრდნობით აითვისონ ისეთი უნარები როგორიცაა რეჟისურა, მონტაჟი, განათების აწყობა, სტუდიის მოწყობა, სოციალური მედიის მართვა, პროექტის შექმნა, მისი მართვა, ასევე იდეის გაწერა, ბიუჯეტირება და საბოლოო ჯამში რეალიზება. იდეის განხორციელებისას, მოქნილი ფორმატის ფარგლებში, ვისაუბრებთ რეგიონში აქტუალურ სხვადასხვა საინტერესო თემებებზე, სხვადასხვა ავტორიტეტულ სტუმრებთან ერთად, მათთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე მოვლენებს და ვიმსჯელებთ უკვე მომხდარ ქეისებზე. საბოლოო ჯამში შეიქმნება სივრცე, რომელიც იქცევა ქალაქში ახალგაზრდების თავშეყრის მნიშვნელოვან ეპიცენტრად, რაც მათ ერთმანეთის გაცნობისა და სხვადასხვა იდეების განხორციელების საშუალებას მისცემს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
„პოდკასტ ბათუმისთვი“ მნიშვნელოვან თემებზე კარგად არის მოხსენიებული „ეისითის“ კვლევაში (ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევა) - https://drive.google.com/file/d/13LBxMnRuHV8uhVreHOVSyRybdlH0oMfX/view?fbclid=IwAR1sQ3yg6QwFboFXyTKIV3sqkMzZoIEgtYJXt_d9IIahOIUQd3oCREtJCvA ჩვენც, როგორც ბათუმში მაცხოვრებელი ახალგაზრდები ყოველდღიურად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ნეპოტიზმი სხვადასხვა სტრუქტურებში, სამუშაო ადგილების სიმცირე, შშმ პირებისთვის არასაკმარისად ხელსაყრელი გარემო, არაფორმალური განათლების სიმცირე, საგანმანათლებლო სისტემის გაუმართაობა და სხვა.
როგორც ცნობილია აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით მერიამ უნდა მოამზადოს ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგია და შესაბამისად „პოდკასტ ბათუმი“ გახდება ამ სტრატეგიის განხორციელების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივ დონეზე არ არსებობს თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერ ახლგაზრდას თავისი შეხედულებების მიუხედავად, ექნება შესაძლებლობა შეაფასოს მიმდინარე მოვლენები, განიხილოს აქტუალური თემები, დისკუსიაში შევიდეს სხვადასხვა ჯგუფებთან და ფართო აუდიტორიის წინაშე დააფიქსიროს საკუთარი აზრი. კვლევის თანახმად ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობა სივრცეებზე შეკრებისთვის თითქმის არ არსებობს (6%). ბუნებრივია, რომ „პოდკასტ ბათუმის“ სამუშაო ჯგუფს არ გვაქვს ილუზია იმისა, რომ შევძლებთ ამ პრობლემების სისტემურ დონეზე მოგვარებას, მაგრამ გვჯერა, რომ ამ თემებზე საუბრით და მათი კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად განხილვით, შევძლებთ ფართო მასები დავაფიქროთ პრობლემებზე და ეს პრობლემები აქტიური განხილვის საგნად ვაქციოთ.
ასევე პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ ანაზღაურებადი სტაჟიორებისა და მოხალისეების აყვანას, რაც გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხარისხს რეგიონში. კვლევის დროს გამოკითხულთა 71%-ს, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა მოხალისეობრივ საქმიანობაში და უფრო მეტიც 86% არ ყოფილა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში, რის მთავარ მიზეზადაც ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებენ და ეს ფაქტი კიდევ უფრო უსვამს ხაზს „პოდკასტ ბათუმის“ იდეის მნიშვნელობას.
მოსამზადებელი პერიოდი
პირველ რიგში შეიქმნება სოციალური მედიის პლატფორმები (Facebook, Youtube, Sound Cloud), სადაც „პოდკასტ ბათუმის“ საქმიანობის ყოველი ეტაპის შესახებ მივაწვდით ინფორმაციას აუდიტორიას და მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით. გამოვაცხადებთ ვაკანსიებს ტექნიკური პერსონალის, ანაზღაურებადი სტაჟიორების (სტუდენტი) და მოხალისეების პოზიციებზე, რასაც დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. ამის პარალელურად ვიქირავებთ სივრცეს და ტექნიკას, სადაც მოეწყობა სტუდია და სამუშაო ოფისი.
ძირითადი ეტაპი
საორგანიზაციო საკითხების დასრულების შემდეგ, დაიწყება უშუალოდ პროექტზე მუშაობა. ამ ეტპაპზე ვგეგმავთ ჩავწეროთ სამი ფორმატის პოდკასტი - „Youth voice” „რა მოხდა?!“ და „Lec Talk”.
Youth voice
“Youth voice” მოიაზრებს, საპოდკასტე სივრცის დათმობას მთლიანად ახალგაზრდებისთვის, მოხალისეებისა და სტაჟიორებისთვის, რომლებიც გარკვეული ცოდნის მიღების შემდეგ დამოუკიდებლად შექმნიან თავიანთ კონტენტს და დაიწყებენ საუბარს მათთვის საინტერესო თემებზე, მოიწვევენ სტუმრებს, ჩაებმებიან დისკუსიებში, ინფორმაციას გაცვლიან თანატოლებთან და „პოდკასტ ბათუმის“ სივრცეს აქცევენ ახალგაზრდული შეკრების ადგილად, სადაც ისინი გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.
რა მოხდა?!
ეს ფორმატი თავის თავში მოიაზრებს უკვე მომხდარი ქეისების განხილვას სტუმართან (პირველწყაროსთან) ერთად. კვირაში ერთხელ შევარჩევთ პრობლემატურ საკითხს, რომლის ირგვლივაც ვიმსჯელებთ და შევეცდებით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მსმენელს/მაყურებელს. სტუმარს მიეცემა საშუალება ისაუბროს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზებზე, საკუთარი შეხედულებებისამებრ. პოდკასტების სერიის ფარგლებში ვისაუბრებთ ასევე წარმატების ისტორიებზეც, რომელიც კარგად ჯდება „რა მოხდას“ ფორმატში - რაც გულისხმობს იმ ადამიანებთან საუბარს, რომლებმაც უკვე შეძლეს თავიანთ სფეროში მიეღწიათ გარკვეული წარმატებისთვის და ეს წარმატება რეგიონის კეთილდღეობაზეც აისახა.
Lec Talk
Lec Talk არის საგანმანათლებლო ტიპის პოდკასტი, შეუზღუდავი თემატიკით, სადაც მოვიწვევთ სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებს, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე. მათ მიეცემათ დრო განიხილონ წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, ტენდენციები და მოსალოდნელი შედეგები. ამავდროულად ისინი მიაწვდიან ახალგაზრდებს ინფორმაციას მიმდინარე აქტივობების შესახებ რეგიონში, რაც მათ დაეხმარებათ არსებული შესაძლებლობების გამოყენებაში.
Lec Talk-ის ფორმატი საშუალებას მისცემს მომხსენებელს ლექციები ჩაწეროს ცოცხალი აუდიოტრიის წინაშე და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვორქშოფების ჩატარებაც. ამ სახით დამსწრე აუდიტორიას და სპიკერს მიეცემათ შესაძლებლობა ინტერაქციულ რეჟიმში განიხილონ დასმული საკითხი, გაცვალონ ინფორმაცია და მოძებნონ პრობლემების გადაჭრის გზები.
სამივე ფორმატის პოდკასტი ყველა პლატფორმაზე, 6 თვის განმავლობაში აიტვირთება ყოველკვირეულად და ამის პარალელურად დაიწყება იდეების მიღება ახალი ფორმატების შესაქმნელად. ნებისმეირ მსურველთან ერთად განვიხილავთ იდეას და მის შინაარს და შევთანხმდებით ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობებზე. „პოდკასტ ბათუმის“ ერთადერთიი წითელი ხაზია ძალადობრივი, დისკრიმანიცული და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტი, მსგავსი ტიპის გადაცემები მიუღებელია ჩვენი ჯგუფისთვის.
მოსალოდნელი შედეგი:
გვჯერა, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმში შეიქმნება თავისუფალი სივრცე ახლაგაზრდებისთვის, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისთვის, რომლებიც გაიცნოიბენ ერთმანეთს და გაეცნობიან მოსახლეობას. პოდკასტ ბათუმი მიიღებს ასევე ერთგვარ საგანმანათლებლო დატვირთვას და იქცევა ახალი ხმების აღმოჩენის ადგილად, რისი მეშვეობითაც ბიძგი მიეცემა, რეგიონში არსებული სხვადასხვა მიმართულების პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასა და შემდგომში მათ მოგვარებას.
ხელს შევუწყობთ პროფესიული ნიშნით ახალგაზრდების განათლებას, მივცემთ მათ ღირებულ ცოდნას, რაც დაეხმარებათ საკუთარი თავის რეალიზებაში. მათთან ერთად სხვადასხვა თემაზე საუბრით, წინა პლანზე წამოვწევთ ქალაქში არსებულ პრობლემებს, მაყურებელს მივაწვდით ინფორმაციას ბათუმში მომხდარ ქეისებზე და ახალგაზრდებს საშუალებას მივცემთ თანატოლებისგან გაიგონ რეგიონში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების შესახებ. ეს ბუნებრივია გაზრდის მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტივიზმში ჩართულობის დონეს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ქალაქისა და რეგიონის კეთილდღეობაზე.
კომენტარები