იდეის ნომერი: 20159
სტატუსი: გამარჯვებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: სოფიკო თოქმაჯიშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2022-05-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-07-01
ბიუჯეტი: 150000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

პროექტის ავტორი

1

3500

პროექტის მენეჯერი

1

3000

მძღოლი

1

5000

კოორდინატორი

2

3750

ტექნიკური პერსონალი

3

10000

სარეკლამო - პიარი

1

15000

რეტიტორიის მოწყობა დეკორაცია

1

10000

განათება 1 კომპლექტი გოღისძიების მსვლელობისას

1

20000

ავტობუსის მოწყობა

1

70000

დიზელი 2 ტონა

2000

6000

წამყვანი

1

3750

თეატრალური ფესტივალი - „პერპეტუმ მობილე“ ფესტივალი - Theater Cruise

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია, როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში მოეწყოს სპექტაკლები ბავშვებისთვის, მოწვეული თეატრალური დასები მრავალფეროვან რეპერტუარს შესთავაზებენ მაყურებელს, მოძრავი ავტობუსი ბათუმის ყველა მუნიციპალურ გამეგობაში ერთი თვის მანძილზე იმოგზაურებს და უფასო სანახაობას წარმოადგენს მაყურებლისთვის. პროექტის მიზანია ყველა სოციალური მდგომარეობის მქონე მაყურებელს შეაყვაროს ხელოვნების ეს სფერო, რომელიც მრავალფეროვანია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ იქნება მარიონეტების, თითების სპექტაკლები. საბავშვო გასართობ პარკებში და ზღვისპირა ტერიტორიებზე , კერძოდ ბულვარის მიმდებარედ წარმოდგენილი სანახაობები ასევე დააინტერესებს ტურისტებს და მათ სხვა ღირსშესანიშანობების შეცნობასთან ერთად მიეცემათ საშუალება მიიღონ ესთეტიურ-კულტურული სიამოვნება და ასევე გაეცნონ რამდენად განვითარებულია თეატრალური კულტურა ჩვენს ქალაში, ასევე მიიღებენ ინფორმაციას ქართული დრამატურგიის, სარეჟისორო, სასცენო და სამსახიობო სკოლების სესახებ, რამდენად გამორჩეულად ძლიერი და საერთაშორისოდ აღიარებულია მსოფლიოში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის განსახორციელებლად საჭიროა მოძრავი და ტრანსფორმირებადი სცენის მოწყობა და აღჭურვა. ზემოაღნიშნული სცენა საშუალებას მოგვცემს გადავადგილდეთ ბათუმის ყველა უბანში და დიდ ეზოებსა და სკვერებში(ღია სივრცეებში) გავმართოთ თეატრალური წარმოდგენები და სატელევიზიო სპექტაკლების ჩვენებები. ფესტივალის ჰედლაინერი იქნება თითების თეატრი, მაგრამ გარდა ამისა, მოწვეული იქნება მცირე თეატრალური დასებიც. ფესტვალის მთავარი შემადგენელი რასაკვირველია თეატრალური წარმოდგენებია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება წარმოდგენამდე გამართული ღია ლექცია, სადაც ლაკონურად და ინფორმატიულად ბათუმელები გაეცნობიან მსოფლიო თეატრის ისტორიას, წარსულის ცნობილ დრამატურგებს, საინტერესო ფაქტებს, ქართული და კონკრეტულად ბათუმის თეატრების ისტორიას. ვინაიდან მოძრავი სცენა შექმნის განუმეორებელ საფესტივალო გარემოს, შესაძლებლობა გვექნება პროექტში ჩაერთონ არა მხოლოდ პროფესიონალი მსახიობები და რეჟისორები, არამედ მოყვარულებიც, ასევე შეუზღუდავი იქნება ასაკობრივი ჯგუფებიც. სწორედ ანალოგიური პროექტები ქმნიან ქუჩის, უბნის და საბოლოო ჯამში ქალაქის განიმეორებელ, თვითმყოფად სულს, რითიც ყოველთვის ცნობილი იყო ბათუმი და რისი შენარჩუნებაც აუცილებელია. პროექტის მიმდინარეობა და რაც მთავარია წარმოდგენებიდან შექმნილი ვიდეო არტები აიტვირთება სოც.ქსელებში, YouTube, Tiktok, Instagram, Facebook, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ მრავალ ათასიანი აუდიტორია. ადაპტირებული ავტობუსის სივრცეში განთავსდება სასცენო სივრცე, ასევე განლაგდება 25 სავარძელი მაყურებლისთვის, გარემო იქნება კომფორტული სპექტაკლების წარმოდგენისთვის, როგორც მაყურებლისთვის ასევე მსახიობებისთვის. ასევე სცენის პერიმეტრზე განთავსდება მცირე ეკრანი სადაც მოეწყობა კინო-ჩვენებები. ტრანსფორმაციის შემთხვევაში ავტობუსის ერთ-ერთ ფრთას გამოვიყენებთ გარეჩვენებებისთვის სადაც ასევე მოეწყობა სცენა და მობილური ეკრანი, ავტობუსის მიმდებარედ განლაგდება გარე სივრცეში გასაშლელი სავარძლები დაახლოებით 50-80 ადამიანზე გათვლილი.
მოსალოდნელი შედეგი:
დაინტერესება სასკოლო თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვების და მათი მშობლების თეატრის ამ სახეობით. ხელოვნების თეატრალური სფეროს განვითარების და მომავალში, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია, რადგან ვართ ტურისტული შესაძლებლობების ქალაქი, ტურისტებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება გაეცნონს ქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებთან ერთად თოჯინების თეატრის თანამედროვე სახის ხელოვნებას. პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმში მივიღებთ არა სეზონურ, არამედ მუდმივმოქმედ ფესტივალს, რომელშიც ჩართული იქნება ადგილობრივი და სტუმრად ჩამოსული თეატრით დაინტერესებული ადამიანები. ფესტივალი საშუალებას მოგვცემს კულტურული ცხოვრებით და აქტივობებით გავამდიდროთ როგორც ქალაქის ცენტრი ასევე გარეუბნები. წარმოვაჩინოთ მცირე თეატრალური დასები, ასევე საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭის გამოვლინებისათვის აუცილებელი სივრცე მივცეთ დამწყებ და მოყვარულ რეჟისროებს, მსახიობებს, სასცენო მხატვრებსა და დიზაინერებს. ფესტივალის ფიზიკური აუდიტორია შეადგენს 2-3 000 ადამიანს, ხოლო ინტერნეტ სივრცით ფესტივალზე წვდომა ექნება 50-60000 ათას მომხმარებელს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო