იდეის ნომერი: 20159
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: მალხაზ ბებია
განხორციელების ვადა (დან): 2020-09-04
განხორციელების ვადა (მდე): 2021-02-09
ბიუჯეტი: 30000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

სატელევიზიო ინვენტარი (კომპიუტერი,სატელიტი)

3

10.000

GEODANCE.TV ტელევიზია

პროექტის მიზანი:
ჩვენი მიზანია ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია. ქართული ცეკვის კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ახალგაზრდა ქორეოგრაფთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა და ინტერნეტ სივრცეში 2020 წლის 25 მარტს გავიდა. ცენტრმა, რომელიც მივიწყებული ქართული კულტურის, ისტორიის, ენისა და ტრადიციების მიმართულებით მუშაობდა, ეს საკითხები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს დაუკავშირა და დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ინტერნეტ-ტელევიზია დააარსა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
იქიდან გამომდინარე რომ მსოფლიოში განვითარებულია ინტერნეტი და, ამასთან, მისი დახმარებით ტელევიზიის ყურება შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-სივრცე გაცილებით თავისუფალია: "მას არ სჭირდება სიხშირე, ლიცენზიები, აქ გამორიცხულია ცენზურა..ძალიან მალე ინტერნეტი მასმედიის მძლავრ საშუალებად იქცევა, ქართულ ვებ-სივცეში კი ამ კუთხით პირველი ნაბიჯი ჩვენ უკვე გადავდგით".ინტერნეტ-აუდიტორია მალე გაუტოლდება სატელევიზიო აუდიტორიას. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სატელევიზიო ეთერის ორგანიზებისთვის, კატასტროფულად დიდია ინტერნეტ-ფორმატში მაუწყებლობის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ინტერნეტ-ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდება გაცილებით ნაკლები ტექნიკური და ადამიანური რესურსები. ასე რომ, ამ სფეროს განვითარებას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ", რომ დღეს არსებული ქსელების გამტარუნარიანობა და უახლესი ვიდეო კომპრესიის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ინტერნეტ-მაუწყებლობა მარტივად და იაფად განხორციელდეს. რაც შეეხება მათ, ვისაც ინტერნეტ-ტელევიზიის შექმნა სურთ და აინტერესებთ რა არის საჭირო ამ საქმიანობის დასაწყებად: ტექნიკურად ინტერნეტ-მაუწყებლობის გასახორციელებლად საკმარისია მძლავრი სერვერი, დიდი გამტარუნარიანობის შეერთება ლოკალურ და გლობალურ ქსელთან და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მედიასტრიმინგის უზრუნველსაყოფად. ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიის ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქართული ქორეოგრაფიის ხარისხიან და სწრაფ განვითარებაში.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტი ემსახურება მრავალწლიანი სანახაობრივი ქორეორგაფიული ანსამბლების ბრენდირებას ქვეყნის გარეთ პიპულარიზაციის გაწევა-შექმნას, რომელიც ბათუმსა და მომავალ თაობას დარჩება ჩვენი თაობისაგან. ტელევიზია „GEODANCE.TV“ იქნება ერთგვარი საჩუქარი უპირველესად ბათუმელებისათვის,და მსოფლიო მაშტაბით ნებისმიერი პიროვნებისთვის, რამდენადაც ამ იდეის ხორცშესხმა ვფიქრობ ყველა ბათუმელს ერთნაირად გაახარებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ტურისტული განვითარების თვალსაზირისითაც, რადგანაც, როგორც ცნობილია, ზოგადად ქართულ ცეკვას არაერთხელ დაუკრეს ტაში უცხელებმა და აღიარეს მისი უნიკალურობა. ამდენად, პირველად ქართულ რეალობაში შეიქმნება ქორეგრაფიული კულტურის გამომხატველი დინამიკური , რომელიც კიდევ ერთხელ და უკვე განსხვავებულად წაროაჩენს ქართულ, კერძოდ აჭარულ კულტურულ მრავალფეროვნებას.
განმარტება:
არ შეესაბამება პროექტის მოთხოვნებს ქ. ბათუმის მერის ბრძანება #729 პუნქტი გ.დ.

კომენტარები

  1. 2020-09-05 20:11:48 მალხაზ ბებია

    თქვენი კომენტარი

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო