იდეის ნომერი: 20161
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: მაია ხალვაში
განხორციელების ვადა (დან): 2022-04-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-12-03
ბიუჯეტი: 75000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ტაქტილური მაკეტის აწყობა/მონტაჟი

1

70000

ხელოვნებათმცოდნის ჰონორარი

1

2000

ინგლისური ენის თარჯიმანის ჰონორარი

1

2000

ხმის ჩამწერი სტუდიის მომსახურება

1

500

QR კოდის ლითონზე ბეჭდვა

1

500

უსინათლო და მცირდმხედველთათვის ხელმისაწვდომი ძველი ბათუმი

პროექტის მიზანი:
უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის ადაპტირებული ტურისტული სივრცეების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტურისტული გარემო თანდათან ხდება ხელმისაწვდომი, მაგრამ არა შშმ პირთა იმ კატეგორიისთვის, როგორიცაა უსინათლო თემი, ყოველივე ეს კი განპირობებულია იმით, რომ ძალიან დაბალი ტემპით ვითარდება ჩვენს ქალაქში ინკლუზიური ტურიზმი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს ადაპტირება ნულს უტოლდება უსნათლო და მცირემხედველთათვის, მათი საჭიროებების გათვლისწინება თითქმის არცერთ ტურისტულ ობიექტზე არ არის, ასევე ხელმიუწვდომელია ქალაქის სხვადასხვა კულტურული ღირსშესანიშნაობები. ძალიან ბევრი ტურისტი და ადგილობრივი უსინათლო/მცირდმხედველი სტუმრობს ძველ ბათუმს და არ აქვს კონკრეტული ინფრომაცია თუ რომელი შენობა რას წარმოადგენს, სად არის და რა ისტორიის ინახავს. პროექტის ფარგლენში გორგილაძისა და თავადებულის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განთავდება ძველი ბათუმის ტაქტილური მაკეტი, რომელიც იქნება ძველი ბათუმის ახლანდელი მდგომარეობის ანალოგი, ოღონდ მცირე მასშტაბით. აღნიშნულ მაკეტს ექნება QR კოდი, რომლის დასკანერების საშუალება ექნება ყველა სმარტფონის მფლობელს და მიიღებს ხმოვან ინფორმაციას ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ინფორმაცია იქნება როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმს ექნება ერთ-ერთი ადაპტირებული და ხელმისაწვდომი ტურისტული ობიექტი მცირემხედველთა და უსინათალოთათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო