პროექტის მიზანი:
ფორმალური დებატების სხვადასხვა ფორმატი საქართველოში ისწავლება 1999 წლიდან და ათწლეულების განმავლობაში არაერთი ახალგაზრდის წარმატების საწინდარი იყო. ფორმალური დებატების, როგორც სასკოლო კლუბების დისციპლინირებულად წარმართვა მთლიანი ბათუმის სკოლების მასშტაბით გათვლილია, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ხელშესახები მიზნების მიღწევაზე. სკოლის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, განსხვავებული აზრის მოსმენისა და პატივისცემის კულტურის ხელშეწყობა და რაც უმთავრესია, სკოლებში, კლუბური სისტემის განვითარების პროვოცირებას.
აღნიშნული პროექტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ბათუმში არსებული სკოლების მოსწავლეებსა და უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას.
ფორმალური დებატების სასკოლო კლუბები უზრუნველყოფს ბათუმის უკლებლივ ყველა სკოლაში არაფორმალური განათლების დონის ზრდას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
აღნიშნული პროექტი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელთა აღნიშნული თანმიმდევრობით განხორციელება მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით და ეფექტიანად განვითარებისთვის.
> ტრენერთა შერჩევა - ბათუმში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს უნდა მიეცეთ შანსი, მიიღონ მონაწილეობა ტრენერთა კონკურსში, რომლებიც შეირჩევა აპლიკაციების საშუალებით (40 სტუდენტი). შერჩუელი აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ ტრენერთა შესარჩევ ბანაკში, სადაც მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები, მათ შორის ტრენერთა ტრენინგი, ფორმალური დებატების ფორმებისა და ფორმატების შესახებ, კომუნიკაციაში, საჯარო გამოსვლებში. 40 მონაწილიდან შეირჩევა 20, რომლებიც გადანაწილდებიან ქალაქ ბათუმის სკოლებში, როგორც კლუბების ხელმძღვანელები. (1 თებერვალი - 15 მარტი)
> საკლუბო მუშაობა - შერჩეული 20 სტუდენტ-ტრენერი, რომლებიც ამ პერიოდისთვის იქნებიან გადამზადებულნი ტრენერთა ბანაკში, იწყებენ სკოლებში დებატების საკლუბო ფორმატის ჩამოყალიბებას. აღნიშნული საკლუბო ტიპის შეხვედრები გაიმართება კვირაში 3 დღე და მასში ჩაერთვებიან მე8-მე11 კლასის მოსწავლეები. ტრენერები უკვე შემუშავებული ტრენინგ კურსის მიხედვით 3თვე ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად შეასწავლიან მოსწავლეებს დებატების სტრუქტურას, ფორმას, ფორმატებს, არგუმენტირების მეთოდებსა და ხერხებს, კონტრარგუმენტის შემუშავების სპეციფიკას, საჯარო გამოსვლებს და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 15 მარტი - 30 ივნისი
> საჯარო ლექციები - საკლუბო სამუშაოების პარალელურად თვეში ორჯერ ბათუმის 20 სკოლაში არსებული დებატების კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემატიკაზე ჩაუტარდებათ საჯარო ლექცია-დისკუსიები, რათა დებატების ტექნიკური ნაწილის შესწავლის მიღმა, მათ შეექმნათ საინფორმაციო ბაზა არსებულ წარმოდგენილ თემატიკებზე სადებატოდ. ჯამში გაიმართება 7-9 თემატური შეხვედრა. 15 მარტი - 30 ივნისი
> დებატების სასკოლო ტურნირი - ბათუმის ჩემპიონატი - 30 ივნისს საკლუბო და სალექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თითოეული სკოლიდან წარმოდგენილ იქნება უკვე საკლუბო მუშაობის დროს გამოვლენილი გუნდები, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბათუმის სასკოლო დებატების ტურნირის პირველობისთვის. - 1-7 ივლისი.
>სეზონის შეჯამება - ტურნირის დასრულების შემდგომ პროექტის ადმინისტრაციისა და პროექტის მონაწილე ტრენერების მიერ გაიმართება კონფერენციული ტიპის შეხვედრა, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს. პირველი პანელის თემა იქნება შესრულებული სამუშაოს შედეგების ანგარიშის გაცნობა დაინტერესებული პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების ხარჯვის გაჭვირვალობის ხარისხის ზრდას. ხოლო მეორე თემად სადისკუსიო პანელზე წარმოდგენილი იქნება, პროექტში უშუალოდ მონაწილე პირების მიერ პროექტის განხორციელების ეტაპების შეფასება, რაც პროექტის მენეჯმენტს ზამთრის სასკოლო საკლუბო-სატურნირო მუშაოებების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის საშუალებას მისცემს.
აღნიშნული 5 ეტაპი აუცილებელია განმეორდეს და წლის ბოლომდე ჩატარდეს თავიდან, რათა ერთი მხრივ, სხვა სტუდენტებს მიეცეთ შანსი გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, ხოლო მეორე მხრივ, სხვა მოსწავლეებს მიიღონ მონაწილეობა დებატების სასკოლო საკლუბო ფორმატში.
აღნიშნული მეორე ნაკადისთვის სამუშაოები დაიწყება აგვისტოში და დასრულდება დეკემბერში.
მოსალოდნელი შედეგი:
შესაბამისად, 2022 წლის განმავლობაში ბათუმში გვეყოლება დაახლოებით 70-80 სტუდენტი კვალიფიციური ტრენერის სერტიფიკატითა და უნარებით. 500-700 მოსწავლე ერთი კონკრეტული მიმართულების საკლუბო სამუშაოებში ჩართული. გაიმართება 15-20 საჯარო ლექცია, სკოლებში ჩატარდება 1100-1200 დღის (20 სკოლაზე ორთვენახევრის განმავლობაში კვირაში სამი შეხვედრის ოდენობით) ექვივალენტი სამუშაოები. გაიმართება ბათუმის პირველობა სკოლის მოსწავლეებს შორის 2 ჯერ, ზაფხულისა და ზამთრის სეზონი.
გარდა ამ ციფრობრივი მაჩვენებლებისა ქალაქში ახალგაზრდებს შორის, არათუ სხვადასხვა სკოლის მოსწავლებს, არამედ მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობებს გააღრმავებს, მოსწავლეებში განავითარებს დეტაბის კულტურას, შემოქმედებითად კრიტიკული აზროვნების უნარს, გაზრდის განსხვავებული აზრის მიმღებლობას მოსწავლეებში, ხელს შეუწყობს, ქალაქის მასშტაბით სასკოლო საკლუბო კულტურის განვითარებას.
კომენტარები