იდეის ნომერი: 20165
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ირმა კილაძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-08-30
ბიუჯეტი: 12370
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

მოწვეული ფსიქოლოგის ჰონორარი

3

500

მოწვეული ფსიქოლოგების ტრანსპორტირების საფასური (თბილისი-ბათუმი-თბილისი))

3

150

მოწვეული ფსიქოლოგების სასტუმროს საფასური

3

200

მოწვეული ფსიქოთერაპევტის ჰონორარი

1

500

მოწვეული ფსიქოთერაპევტის სასტუმროს საფასური

1

200

მოწვეული ფსიქოთერაპევტის ტრანსპორტირების საფასური (თბილისი-ბათუმი-თბილისი)

1

150

მშობლების გასვლითი ტრანსპორტირების საფასური

3

100

მომხსენებელი მშობლის ჰონორარი

1

170

მომხსენებელი შშმ პირის ჰონორარი

1

170

ფლიპ-ჩარტი, ბლოკნოტები საწერ-კალმები,ჩანთები,საქაღალდეები

1

3000

პროექტის ბანერი როლაპზე

1

300

ლანჩი და კოფე-ბრეიკი

6

400

პროექტის მენეჯერის ჰონორარი

1

1500

პროექტის კოორდინატორის ჰონორარი

1

1300

“მშობლების და შშმ პირების მხარდაჭერისთვის” შეხვედრების ციკლი

პროექტის მიზანი:
ბათუმში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული მხარდაჭერა და გაძლიერება
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
შეზღუდული შესაძlებლობის მქონე პირთა მშობლების უმრავლესობას უწევს ბრძოლა უამრავ ბარიერებთან, სტერეოტიპებთან, სტიგმებთან და სისტემასთან. აქედან გამომდინარე მათ უჩნდებათ ე.წ. გამოუთქმელობის სინდრომი და ხდებიან „დიაგნოზ დამოკიდებულები“, ეს უარყოფითად აისახება მათი ცხოვრების წესზე და შესაბამისად შვილის აღზრდაზეც. პროექტის ფარგლებში მშობლებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ სპეციალისტებს(ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, შშმ პირების მშობლებს და უშუალოდ შშმ პირებს),რომელთაც აქვთ უკვე მიღწეული წარმატებები და აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მშობლებს ექნებათ საშუალება გაუზიარონ ერთმანეთს პირადი ისტორიები, დასვან კითხვები და გამოცდილების ურთიერთგაზიარების საფუძველზე გახდნენ მოტივირებულები. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 12-ი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 მშობელი. უმნიშვნელოვანესია შეხვედრის ადგილის სწორად განსაზღვრა, სწორედ ამიტომ, პროექტი ითვალისწინებს მშვიდ და პოზიტიურ, ღია სივრცეებში შეხვედრების გამართვას (კოვიდ-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით). შეხვედრების ჩასატარებლად შერჩეული იქნება ისეთი ისტორიულ ადგილები, როგორიცაა ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, ბათუმის ცენტრალური პარკი და სხვა.. სადაც მშობელს ექნება საშუალება წამოიყვანონ თავისი შშმ შვილი და გაეცნონ ჩვენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ბუნებრივ ღირშესანიშნაობებს.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის შედეგად,10 ბენეფიციარი მშობელი არის ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად ძლიერი, რომელიც ეხმარება სხვა მშობელს გაძლიერებაში. შშმ პირის სოციუმში ადაპტირებასა და წარმატებულ ინკლუზიის პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის მშობელს (ძლიერი მშობელი-წარმატებული შვილი). მშობლების გაძლიერება აძლიერებს მათ შვილ შშმ პირებს და ზოგადად ხელს უწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
განმარტება:
განაცხადის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ იდეით გათვალისწინებული ღონისძიებები სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებს, აქედან გამომდინარე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს - „განაცხადით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების და განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში“ და ექცეოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში (შშმ პირთა ინკლუზია არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლი)). შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო