პროექტის დასაბუთება და აღწერა:
შეზღუდული შესაძlებლობის მქონე პირთა მშობლების უმრავლესობას უწევს ბრძოლა უამრავ ბარიერებთან, სტერეოტიპებთან, სტიგმებთან და სისტემასთან. აქედან გამომდინარე მათ უჩნდებათ ე.წ. გამოუთქმელობის სინდრომი და ხდებიან „დიაგნოზ დამოკიდებულები“, ეს უარყოფითად აისახება მათი ცხოვრების წესზე და შესაბამისად შვილის აღზრდაზეც.
პროექტის ფარგლებში მშობლებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ სპეციალისტებს(ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, შშმ პირების მშობლებს და უშუალოდ შშმ პირებს),რომელთაც აქვთ უკვე მიღწეული წარმატებები და აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მშობლებს ექნებათ საშუალება გაუზიარონ ერთმანეთს პირადი ისტორიები, დასვან კითხვები და გამოცდილების ურთიერთგაზიარების საფუძველზე გახდნენ მოტივირებულები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება 12-ი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 მშობელი. უმნიშვნელოვანესია შეხვედრის ადგილის სწორად განსაზღვრა, სწორედ ამიტომ, პროექტი ითვალისწინებს მშვიდ და პოზიტიურ, ღია სივრცეებში შეხვედრების გამართვას (კოვიდ-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით).
შეხვედრების ჩასატარებლად შერჩეული იქნება ისეთი ისტორიულ ადგილები, როგორიცაა ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, ბათუმის ცენტრალური პარკი და სხვა.. სადაც მშობელს ექნება საშუალება წამოიყვანონ თავისი შშმ შვილი და გაეცნონ ჩვენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ბუნებრივ ღირშესანიშნაობებს.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის შედეგად,10 ბენეფიციარი მშობელი არის ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად ძლიერი, რომელიც ეხმარება სხვა მშობელს გაძლიერებაში. შშმ პირის სოციუმში ადაპტირებასა და წარმატებულ ინკლუზიის პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის მშობელს (ძლიერი მშობელი-წარმატებული შვილი). მშობლების გაძლიერება აძლიერებს მათ შვილ შშმ პირებს და ზოგადად ხელს უწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
კომენტარები